ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი:
https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/36452
სათაური: | წერილი დავით საღირაშვილისადმი |
ავტორები: | გოჩიაშვილი, არჩილ |
საკვანძო სიტყვები: | საღირაშვილი, დავით ალექსის ძე (1887-1962) გოჩიაშვილი, არჩილ მიხას ძე წერილი ხელნაწერი ემიგრანტი ემიგრაცია ემიგრანტული ჟურნალისტიკა ბუენოს აირესი არგენტინა ჭავჭავაძე, ილია გრიგოლის ძე (1837-1907) Михайлов, Николай Филиппович (1897-1972) მიხაილოვი, ნიკოლოზ ფილიპეს ძე (1897-1972) სტალინი (ჯუღაშვილი), იოსებ ბესარიონის ძე (1878-1953) მაღლაკელიძე, შალვა ნიკოლოზის ძე (1893-1976) ნოზაძე, ვიქტორ ივანეს ძე (1893-1975) პაპავა, აკაკი (1890-1964) ჭეიშვილი, ლეონიდე (ლეო) გეგელაშვილი, გაბრიელ (გაბო) საგინაშვილი, ივანე (ვანო) ნაკშიძე, გიორგი (გოგი) სინჯიკაშვილი, დიმიტრი (დიტო) მანველიშვილი, ალექსანდრე (სანდრო) სტეფანეს ძე (1904-199...) ივანიცკი (ინგილო), რაფიელ (1886-1966) |
გამოცემის თარიღი: | 1-Feb-1958 |
რეზიუმე: | დავით ალექსის ძე საღირაშვილი – ქართველი სამხედრო, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე. სოციალ-დემოკრატი. 1908-1910 წწ. იბრძოდა სპარსეთში. რევოლუციური საქმიანობისთვის რამდენჯერმე იყო დაპატიმრებული და გადასახლებული. პირადად იცნობდა სტალინს. 1918 წელს არჩეულ იქნა საქართველოს ეროვნული გვარდიის მეთაურის მოადგილედ. 1920 წელს, გრიგოლ ურატაძესთან ერთად მონაწილეობდა რუსეთ-საქართველოს სამშვიდობო მოლაპარაკებებში, რომელიც 7 მაისის ე.წ. "მოსკოვის ხელშეკრულებით" დაგვირგვინდა. გასაბჭოების შემდეგ, ბოლშევიკებმა დააკავეს და მეტეხის ციხეში 16 თვიანი პატიმრობის შემდეგ, 1922 წელს, 61 სხვა პატიმართან ერთად გერმანიაში გაასახლეს. 1927 წლიდან უპარტიო. აქტიურად თანამშრომლობდა ემიგრანტულ პრესასთან. 1957-1958 წლებში, მიუნხენში არჩილ მეტრეველთან ერთად გამოსცემდა გაზეთს "სამშობლოს განთავისუფლებისათვის". ვიქტორ ივანეს ძე ნოზაძე – ქართველი ემიგრანტი, პოლიტიკური მოღვაწე, ჟურნალისტი, რუსთველოლოგი. ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე – ქართველი მწერალი, პოეტი, პუბლიცისტი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე. ქართული მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის მიერ შერაცხულია წმინდანად. არჩილ გოჩიაშვილი – ქართველი ემიგრანტი. გენერალი ნიკოლოზ მიხაილოვი – საბჭოთა გენერალი. 1942 წელს ტყვედ ჩაუვარდა გერმანელებს. ომის შემდეგ დაბრუნდა საბჭოთა კავშირში. 1955 წლიდან ხელმძღვანელობდა კომიტეტს სახელწოდებით "სამშობლოში დაბრუნებისათვის". იოსებ სტალინი – სახელმწიფო, პოლიტიკური, სამხედრო და პარტიული მოღვაწე. ბოლშევიკი. საბჭოთა სახელმწიფოს ერთპიროვნული ხელმძღვანელი თითქმის 30 წლის განმავლობაში. შალვა მაღლაკელიძე – ქართველი პოლიტიკოსი, სამხედრო მოღვაწე. ვერმახტის ქართული ლეგიონის მეთაური. პოლიტიკური ორგანიზაციების, "თეთრი გიორგისა" და "საზღვარგარეთ ქართველ მხედართა დარაზმულობის", ასევე ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირის ერთ-ერთი დამაარსებელი. ლეო ჭეიშვილი – არგენტინაში მოღვაწე ქართველი ემიგრანტი. მწერალი, მეცნიერი. აკაკი პაპავას ქალიშვილის, ტურფას მეუღლე. ალექსანდრე (სანდრო) სტეფანეს ძე მანველიშვილი – ქართველი ემიგრანტი, პოლიტიკური ორგანიზაცია "თეთრი გიორგის" ერთ-ერთი ლიდერი და იდეოლოგი, ქართული ემიგრანტული ჟურნალისტიკის თვალსაჩინო წარმომადგენელი. რაფიელ ივანიცკი (ინგილო) – ქართველი ემიგრანტი. იურისტი, მთარგმნელი, დიპლომატი, საკათალიკოსო საბჭოს წევრი. კათალიკოს ამბროსის დავალებით რამდენიმე წლის განმავლობაში იმყოფებოდა რომის პაპის კარზე, როგორც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დესპანი. მადრიდის რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღვარი. გაბო გეგელაშვილი – ქართველი ემიგრანტი. ვანო საგინაშვილი – ქართველი ემიგრანტი. გოგი ნაკაშიძე – ქართველი ემიგრანტი. დიტო სინჯიკაშვილი – ქართველი ემიგრანტი. აკაკი პაპავა – ქართველი ემიგრანტი, მწერალი, ჟურნალისტი, საზოგადო მოღვაწე. |
აღწერილობა: | 2 ფურცელი. ტექსტი – ხელნაწერი, ქართულ ენაზე. წერილი სავარაუდოდ გაგზავნილია ბუენოს აირესიდან. მოხსენიებული პირები: ილია ჭავჭავაძე, მიხაილოვი, სტალინი, ვიქტორ ნოზაძე, შ. მაღლაკელიძე, აკაკი პაპავა, ლეო ჭეიშვილი, გაბო გეგელაშვილი, ვანო საგინაშვილი, გოგი ნაკაშიძე, დიტო სინჯიკაშვილი, ალ. მანველიშვილი, ინგილო. |
მფლობელი: | საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა |
შესულია კოლექციებში: | დავით საღირაშვილის არქივი |
ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი | აღწერილობა | ზომა | ფორმატი | |
---|---|---|---|---|
23.4(31-1)_recto.jpg | რექტო | 973.12 kB | JPEG | ნახვა / გახსნა |
23.4(31-1)_verso.jpg | ვერსო | 964 kB | JPEG | ნახვა / გახსნა |
საავტორო უფლება