ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/367548
სათაური: პეყო ნიჟარაძე, გიზო კაკაურიძე, გიზო ღელეყვა, ჯეირან ფაჩუაშვილი . . .
სხვა სათაური: ნიჟარაძეების ფოტოალბომიდან
საკვანძო სიტყვები: ჯგუფური ფოტო
ნიჟარაძე, ვასილ, გურამ (პეყო)
კაკაურიძე, ალექსანდრე (გიზო) (1948)
ღელეყვა, გიზო (1948)
ფაჩუაშვილი, ჯეირანი (1942)
გამოცემის თარიღი: 2022
რეზიუმე: ვასილ, გურამ (პეყო) ნიჟარაძე - მოცეკვავე, ქუთაისის კოლორიტი. ალექსანდრე (გიზო) კაკაურიძე (09.10.1948) - დაბადების ადგილი: სოფელი ბესიაური, ხონის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. 1971 წლიდან არის ლ. მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის მსახიობი; 1996 წლიდან სატირისა და იუმორის თეატრის დირექტორი. საქართველოს თეატრის მოღვაწეთა კავშირი, წევრი. საქართველოს დამსახურებული არტისტი. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით 2000 წელს. გიზო ღელეყვა — (28.08.1948) დაბადების ადგილი: სოფელი ნატანები, ოზურგეთის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი. საქართველოს დამსახურებული არტისტი.1971 წლიდან არის ლ. მესხიშვილის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო და სატირის თეატრების მსახიობი. საქართველოს თეატრალურ მოღვაწეთა კავშირის წევრი. ქუთაისის თეატრალური საზოგადოების წევრი. ქუთაისის საპატიო მოქალაქე. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით - 2000წელს და მედლით "შრომითი მამაცობისთვის". ჯეირან ფაჩუაშვილი — (31.08.1942) დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. მხატვარი, პოლიტიკოსი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტი 1968 წელს. საქართველოს დამსახურებული მხატვარი. იმავე წლიდან ქუთაისის სახელმწიფო დრამატული თეატრის მთავარი მხატვარია. მისი ნამუშევრები დაცულია ქუთაისის სახვითი ხელოვნების გალერეაში, რუსეთის, საქართველოს, გერმანიის, ინგლისის კერძო კოლექციებში. საქართველოს მხატვართა კავშირის ქუთაისის ორგანიზაცია, თავმჯდომარე. საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭო, წევრი (1990-1991). ქუთაისის საქალაქო საბჭო, დეპუტატი (1977-1990). მიღებული აქვს საქართველოს სახელმწიფო პრემია - 2004 წელს, ღირსების ორდენი - 1997 წელს, საპატიო ნიშნის ორდენი.
აღწერილობა: ვასილ (პეყო) ნიჟარაძე, გიზო კაკაურიძე, გიზო ღელეყვა, ჯეირან ფაჩუაშვილი და სხვები. ფოტოს გადაღების ზუსტი თარიღი და ადგილი უცნობია.
მფლობელი: ნინო სიმონგულოვი (პეყო ნიჟარაძის ფოტოარქივი)
შესულია კოლექციებში:ქალაქ ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკა

ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი აღწერილობა ზომაფორმატი 
NIJARADZE 0364.jpgრექტო102.87 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა
NIJARADZE 0223.jpg102.73 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა


საავტორო უფლება