ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/36909
სათაური: გიორგი მიხეილის ძე ფურცელაძე
საკვანძო სიტყვები: პორტრეტი
ფურცელაძე, გიორგი მიხეილის ძე (1866-1924)
გამოცემის თარიღი: 1916
რეზიუმე: გიორგი ფურცელაძე - ქართველი სამხედრო მოღვაწე, გენერალ-მაიორი (1916); გენერალ მიხეილ ფურცელაძის შვილი. სამხედროები იყვნენ ასევე მისი ძმები: ალექსანდრე, ოთარი, ირაკლი, ერასტი და სოლომონი. განათლება მიიღო ტფილისის კადეტთა კორპუსში. 1866 წლიდან მსახურობდა რუსეთის არმიაში. პირველი წოდება (პოდპორუჩიკი) მიიღო 1888 წელს. 1901 წ. დაამთავრა გენერალური შტაბის აკადემია და მიენიჭა კაპიტნის წოდება. მონაწილეობდა რუსეთ-იაპონიის ომში (1904-05). 1911 წ. გახდა პოლკოვნიკი. პირველი მსოფლიო ომის დროს მეთაურობდა შირვანის 84-ე ქვეით პოლკს. 1916 წ. მიენიჭა გენერალ-მაიორის წოდება. 1918 წლიდან მსახურობდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არმიაში. 1921 წ. საბჭოთა რუსეთთან ომის დროს იყო ბათუმის სამხედრო კომენდანტი და თურქეთთან საზღვრის გამაგრების შტაბის უფროსი. 1924 წ. აჯანყების მომზადების პერიოდში მეთაურობდა „სამხედრო ცენტრის“ ბათუმის ნაწილს. დააპატიმრეს და დახვრიტეს საბჭოთა უშიშროების აგენტებმა. მასთან ერთად სიკვდილით დასაჯეს აგვისტოს მოვლენების 23 მონაწილე.
მფლობელი: ნოდარ თოფურიძე
შესულია კოლექციებში:ეროვნული ფოტომატიანე

ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი აღწერილობა ზომაფორმატი 
Topuridze_34.jpg124.67 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა


საავტორო უფლება