ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი:
https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/37012
სათაური: | გიორგი და ოთარ ფურცელაძეები პირველ მსოფლიო ომში |
საკვანძო სიტყვები: | ჯგუფური ფოტო ფურცელაძე, გიორგი მიხეილის ძე (1866-1924) ფურცელაძე, ოთარი მიხეილის ძე |
გამოცემის თარიღი: | 28-Nov-1905 |
რეზიუმე: | გიორგი ფურცელაძე - ქართველი სამხედრო მოღვაწე, გენერალ-მაიორი (1916); გენერალ მიხეილ ფურცელაძის შვილი. სამხედროები იყვნენ ასევე მისი ძმები: ალექსანდრე, ოთარი, ირაკლი, ერასტი და სოლომონი. განათლება მიიღო ტფილისის კადეტთა კორპუსში. 1866 წლიდან მსახურობდა რუსეთის არმიაში. პირველი წოდება (პოდპორუჩიკი) მიიღო 1888 წელს. 1901 წ. დაამთავრა გენერალური შტაბის აკადემია და მიენიჭა კაპიტნის წოდება. მონაწილეობდა რუსეთ-იაპონიის ომში (1904-05). 1911 წ. გახდა პოლკოვნიკი. პირველი მსოფლიო ომის დროს მეთაურობდა შირვანის 84-ე ქვეით პოლკს. 1916 წ. მიენიჭა გენერალ-მაიორის წოდება. 1918 წლიდან მსახურობდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არმიაში. 1921 წ. საბჭოთა რუსეთთან ომის დროს იყო ბათუმის სამხედრო კომენდანტი და თურქეთთან საზღვრის გამაგრების შტაბის უფროსი. 1924 წ. აჯანყების მომზადების პერიოდში მეთაურობდა „სამხედრო ცენტრის“ ბათუმის ნაწილს. დააპატიმრეს და დახვრიტეს საბჭოთა უშიშროების აგენტებმა. მასთან ერთად სიკვდილით დასაჯეს აგვისტოს მოვლენების 23 მონაწილე. |
აღწერილობა: | ცენტრში ზის: გიორგი ფურცელაძე. მარჯვნიდან ზის: ოთარ ფურცელაძე |
მფლობელი: | ნოდარ თოფურიძე |
შესულია კოლექციებში: | ეროვნული ფოტომატიანე |
ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი | აღწერილობა | ზომა | ფორმატი | |
---|---|---|---|---|
Topuridze_31.jpg | 78.44 kB | JPEG | ნახვა / გახსნა |
საავტორო უფლება