ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი:
https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/37016
სათაური: | ალექსანდრე, ირაკლი, გიორგი, ოთარ, ერასტი და სოლიკო ფურცელაძეები |
საკვანძო სიტყვები: | ჯგუფური ფოტო ფურცელაძე, გიორგი მიხეილის ძე (1866-1924) ფურცელაძე, ალექსანდრე (საშა) მიხეილის ძე ფურცელაძე, ირაკლი მიხეილის ძე ფურცელაძე, ერასტი მიხეილის ძე ფურცელაძე, ოთარ მიხეილის ძე ფურცელაძე, სოლიკო მიხეილის ძე |
გამოცემის თარიღი: | 1912 |
რეზიუმე: | გიორგი ფურცელაძე - ქართველი სამხედრო მოღვაწე, გენერალ-მაიორი (1916); გენერალ მიხეილ ფურცელაძის შვილი. სამხედროები იყვნენ ასევე მისი ძმები: ალექსანდრე, ოთარი, ირაკლი, ერასტი და სოლომონი. განათლება მიიღო ტფილისის კადეტთა კორპუსში. 1866 წლიდან მსახურობდა რუსეთის არმიაში. პირველი წოდება (პოდპორუჩიკი) მიიღო 1888 წელს. 1901 წ. დაამთავრა გენერალური შტაბის აკადემია და მიენიჭა კაპიტნის წოდება. მონაწილეობდა რუსეთ-იაპონიის ომში (1904-05). 1911 წ. გახდა პოლკოვნიკი. პირველი მსოფლიო ომის დროს მეთაურობდა შირვანის 84-ე ქვეით პოლკს. 1916 წ. მიენიჭა გენერალ-მაიორის წოდება. 1918 წლიდან მსახურობდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არმიაში. 1921 წ. საბჭოთა რუსეთთან ომის დროს იყო ბათუმის სამხედრო კომენდანტი და თურქეთთან საზღვრის გამაგრების შტაბის უფროსი. 1924 წ. აჯანყების მომზადების პერიოდში მეთაურობდა „სამხედრო ცენტრის“ ბათუმის ნაწილს. დააპატიმრეს და ძმებთან ერთად დახვრიტეს საბჭოთა უშიშროების აგენტებმა, გადარჩა მხოლოდ ოთარ ფურცელაძე. მასთთან ერთად სიკვდილით დასაჯეს აგვისტოს მოვლენების 23 მონაწილე. |
აღწერილობა: | ფოტო გადაღებულია მამის, მიხეილ ნიკოლოზის ძე ფურცელაძის გარდაცვალების დღეს. მარცხნიდან მარჯვნივ დგანან: საშა, ირაკლი, გიორგი და ოთარი. წამოწოლილები არიან: ერასტი და სოლიკო ფურცელაძეები |
მფლობელი: | ნოდარ თოფურიძე |
შესულია კოლექციებში: | ეროვნული ფოტომატიანე |
ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი | აღწერილობა | ზომა | ფორმატი | |
---|---|---|---|---|
Topuridze_32.jpg | რექტო | 78.32 kB | JPEG | ნახვა / გახსნა |
Topuridze_33.jpg | ვერსო | 55.22 kB | JPEG | ნახვა / გახსნა |
საავტორო უფლება