ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/374290
სათაური: გიორგი ჩუბინაშვილი, ვახტანგ კოტეტიშვილი, იაკობ ნიკოლაძე, თამარ აბაკელია, შალვა ამირანაშვილი, ევგენი ლანსერე და ნეოფიტე აგლაძე
საკვანძო სიტყვები: ჯგუფური
ჩუბინაშვილი, გიორგი (1885-1973)
ნიკოლაძე, იაკობ ივანეს ძე (1876–1957)
ამირანაშვილი, შალვა (1899-1975)
აბაკელია, თამარ გრიგოლის ასული (1905-1953)
აგლაძე, ნეოფიტე (1874-1956)
ლანსერე, ევგენი (1875-1946)
სევეროვი, ნიკოლოზ (1887-1957)
რეზიუმე: გიორგი ჩუბინაშვილი - ქართველი მეცნიერი, ხელოვნების ისტორიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი. მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, ქართული ხელოვნებათმცოდნეობის ფუძემდებელი; იაკობ ნიკოლაძე – მოქანდაკე, საქართველოს სახალხო მხატვარი; შალვა ამირანაშვილი - ხელოვნებათმცოდნე, მეცნიერი, საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი; თამარ აბაკელია - მოქანდაკე, გრაფიკოსი, თეატრისა და კინოს მხატვარი. საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე; ნეოფიტე აგლაძე - ქვის მხატვრულად დამუშავების ქართველი ოსტატი.
ევგენი ლანსერე - რუსი მხატვარი, გრაფიკოსი, ილუსტრატორი, ცნობილი მოქანდაკე ე. ა. ლანსერეს შვილი. რსფსრ-ის სახალხო მხატვარი (1945). 1920-1934, მუშაობდა თბილისში ეთნოგრაფიული მუზეუმში. 1922–1934 წლებში ლანსერე თბილისის სამხატვრო აკადემიის პროფესორი და ფერწერის ფაკულტეტის დეკანი იყო. არის საქართველოს სსრ სახელმწიფო გერბის თანაავტორი და ასფსრ სახელმწიფო გერბის ავტორი.
ნიკოლოზ სევეროვი - არქიტექტორი; თბილისის სამხატვრო აკადემიის ერთ-ერთი დამფუძნებელი, პროფესორი (1922-1948). 1942 წლიდან ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის ხელოვნების ისტორიის განყოფილების გამგე;
აღწერილობა: მარცხნიდან: სხედან - ნიკოლოზ სევეროვი; ნეოფიტე აგლაძე; გიორგი ჩუბინაშვილი; თამარ აბაკელია; ევგენი ლანსერე. მეორე რიგში მესამე - შალვა ამირანაშვილი
მფლობელი: ელეფთერ ლაფაჩი
შესულია კოლექციებში:ეროვნული ფოტომატიანე

ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი აღწერილობა ზომაფორმატი 
Elepter_Lapachi -001.jpgრექტო154.08 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა
Elepter_Lapachi -002.jpgვერსო92.96 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა


საავტორო უფლება