ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/374753
სათაური: შოთა მაღლაკელიძე, ელგუჯა ამაშუკელი, ბორის ქარსელაძე, გურამ გაგოშიძე, ოთარ ქანდარია და ჯეირან ფაჩუაშვილი
სხვა სათაური: ილო ფოტოგრაფის ფოტოები
საკვანძო სიტყვები: ჯგუფური ფოტო
მაღლაკელიძე, შოთა
ამაშუკელი, ელგუჯა დავითის ძე (1928-2002)
ქარსელაძე, ბორისი
გაგოშიძე, გურამი (ჭობი)
ქანდარია, ოთარი (07.12.1937-08.07.2015)
ფაჩუაშვილი, ჯეირანი (1942)
მოქანდაკე
მხატვარი
პოლიტიკოსი
საპატიო მოქალაქე
გამოცემის თარიღი: 2022
რეზიუმე: ელგუჯა ამაშუკელი (22.04.1928, თბილისი - 10.03.2002) - მოქანდაკე, საქართველოს დამსახურებული მხატვარი (1965). საქართველოს მხატვართა კავშირის თავმჯდომარე (1981-1996 წწ.). თბილისის საპატიო მოქალაქე (1981). დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. ჯეირან ფაჩუაშვილი (31.08.1942, ქუთაისი) - საქართველოს დამსახურებული მხატვარი, პოლიტიკოსი. საქართველოს მხატვართა კავშირის ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარე, საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი (1990-1991), ქუთაისის საქალაქო საბჭოს დეპუტატი (1977-1990). დაჯილდოებულია საქართველოს სახელმწიფო პრემით (2004), ღირსების ორდენით (1997), საპატიო ნიშნის ორდენით. ოთარ ქანდარია (08.07.1937-2015) – საქართველოს დამსახურებული მხატვარი, ქართული სახვითი ხელოვნების განვითარებაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისა და ნაყოფიერი საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის დაჯილდოვებულია ღირსების ორდენით, ქუთაისის საპატიო მოქალაქე, ოთარ ქანდარიას ნამუშევრები დაცულია საქართველოს კულტურის სამინისტროს ფონდში, ქუთაისის სახვითი ხელოვნების გალერეაში, კერძო კოლექციებში. დაკრძალულია ქუთაისში, საფიჩხიის სასაფლაოზე.
აღწერილობა: სხედან მარცხნიდან: შოთა მაღლაკელიძე, ელგუჯა ამაშუკელი, ბორის ქარსელაძე; დგანან მარცხნიდან: გურამ გაგოშიძე (ჭობი), ოთარ ქანდარია, ჯეირან ფაჩუაშვილი. ფოტოს გადაღების ზუსტი თარიღი და ადგილი უცნობია.
მფლობელი: ნანული ცხვედიანი - მომწოდებელი
შესულია კოლექციებში:ქალაქ ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკა

ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი აღწერილობა ზომაფორმატი 
O.Kandaria 0001.jpgრექტო198.72 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა


საავტორო უფლება