ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/37657
სათაური: ვასილ წერეთელი 150
საკვანძო სიტყვები: მოსაწვევი ბარათი
იუბილე
150 წლისთავი
სამეცნიერო კონფერენცია
წერეთელი, ვასილ (1862–1937)
ჭიათურა
1921–1991 წლების ეროვნულ–განმანთავისუფლებელი მოძრაობა
სხდომა
წერეთელი, მიხაკო
მემორიალური დაფა
გამოცემის თარიღი: 2012
რეზიუმე: ვასილ წერეთელი — ქართველი პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, ექიმი და პუბლიცისტი. იგი იყო აკადემიკოს გიორგი წერეთლის და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტის თინათინ წერეთლის მამა, ასევე გამოჩენილი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის მიხეილ (მიხაკო) წერეთლის უფროსი ძმა. ვასილ წერეთელი იყო იმერეთის მეფის სოლომონ I-ის კარის მოძღვრის სვიმონ წერეთლის და იმერეთის მეფის დავით II-ის ასულის ატატო ბაგრატიონის შთამომავალი. გარდაიცვალა 75 წლის ასაკში. დაკრძალეს თბილისში, ვერეს სასაფლაოზე. 1980-იანი წლების დამდეგს, სასაფლაოს მახლობლად კორპუსების მშენებლობის გამო, სასაფლაოს ჩამოაჭრეს მოზრდილი ნაწილი. ამ ბარბაროსულ ქმედებას შეეწირა ვასილ წერეთლის საფლავიც.
აღწერილობა: ვასილ წერეთლის დაბადებიდან 150 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია თბილისსა და ჭიათურაში; მოსაწვევის პირველ გვერდზე დაბეჭდილია ვასილ წერეთლის ფოტო; ორგანიზატორები: საქართველოს ეროვნული მუზეუმი, ქ. ჭიათურის მუნიციპალიტეტი
მფლობელი: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა
შესულია კოლექციებში:ეროვნული ბიბლიოთეკის პლაკატების კოლექცია

ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი აღწერილობა ზომაფორმატი 
Vasil_Wereteli.pdf171.62 kBAdobe PDFგამოსახულება
ნახვა / გახსნა


საავტორო უფლება