ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/37976
სათაური: ცეცილია კალანდაძე
საკვანძო სიტყვები: პორტრეტი
კალანდაძე, ცეცილია პოლიექტოს ასული (1914-2001)
რეზიუმე: ცეცილია კალანდაძე - ისტორიკოსი. მამა ცნობილი მწერალი პოლიო ირეთელი, დედა ნადეჯდა რევაზის ასული ამირეჯიბი, მეუღლე ვახტანგ ელიოზიშვილი-ერისთავი, ქალიშვილი მარინა ელიოზიშვილი ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის წამყვანი მეცნიერი თანამშრომელი არაერთი სამეცნიერო კადრის აღმზრდელი, სამოცამდე გამოკვლევის ავტორი, მსოფლიო კულტურათა პრობლემების სამეცნიერო საბჭოს წევრი 1982 წლიდან ორჯერ, არაერთი მონოგრაფიის და მრავალი სამეცნიერო სტატიის ავტორი, საისტორიო საზოგადოებამ, როგორც საქართველოში ისე რუსეთში დიდი ინტერესით მიიღო მისი მეცნიერული კვლევის შედეგები, საყურადღებოა მონოგრაფიები; "ქართველების მონაწილეობა რუსეთის კულტურულ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში XIX საკუნის პირველ ნახევარში" (ორ ნაწილად), საქართველოს რუსეთთან შეერთების ისტორიოგრაფია" მკვლევარი ასევე დიდ ყურადღებას უთმობდა ქართველი ერის მეზობელ ხალხებთან კულტურული ურთიერთობის პრობლემების შესწავლას, ამ თემაზე მას გამოქვეყნებული აქვს როგორც ჩვენს ქვეყანაში, ისე მის ფარგლებს გარეთ, არა ერთი საინტერესო ნაშრომი. ცეცილია კალანაძე დაკრძალულია თბილისში მეუღლესთან ერთად ვერის სასაფლაოზე
აღწერილობა: ფოტოს გადაღების თარიღი და ადგილი უცნობია
მფლობელი: მარინა ელიოზიშვილი
შესულია კოლექციებში:ეროვნული ფოტომატიანე

ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი აღწერილობა ზომაფორმატი 
eliozishvili_044.jpg218.74 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა


საავტორო უფლება