ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/38035
სათაური: პოლიო ირეთელი
საკვანძო სიტყვები: პორტრეტი
კალანდაძე, პოლიექტოს ანტონის ძე (1876-1931)
გამოცემის თარიღი: 1901
რეზიუმე: პოლიო ირეთელი - მწერალი დრამატურგი პუბლიცისტი მრავალი პიესის და მოთხრობის ავტორია. დაიდგა და თეატრების რეპერტუარში შევიდა მისი პიესა "დამარცხებულნი" და მის მიერ ე. ნინოშვილის მოთხობებიდან გადმოკეთ ებული "ქრისტინე" და მრავალი სხვა. პ.ირეთელი მუშაობდა თარგმანზე. მას ეკუთვნის ლევ ტოლსტოის რომანის "აღდგომა" ის პირველი თარგმანი. 1908 წ. სხვებთან ერთად გამოსცა იუმორისტული ჟურნალი "შუამავალი". 1911 წ. მისი რედაქტორობით გამოდის ჟურნალი "სალამურა", იგი მონაწილეობდა მესამე დასელთა ყველა ჟურნალ გაზეთში, აკაკის "ხუმარაში", იყო რედაქტორი ჟურნალისა "სხივი" და მრავალი ჟურნალის აქტიური თანამშრომელი. შიო მღვიმელი, ნოე ჩხიკვაძე, პოლიო ირეთელი, გიორგი ქუჩიშვილი და გალაქტიონ ტაბიძე განუყრელი მეგობრები იყვნენ. მათ პოლიო ირეთელის ქალიშვილს პატარა ცეცილია კალანდაძეს მიუძღვნეს ალბომი სადაც მათი ხელითაა ჩაწერილი ცეცილიასადმი მიძღვნილი მრავალი ლექსი. 1925 წ. თბილისში რუსთაველის თეატრში გაიმართა პოლიო ირეთელის სამწერლო მოღვაწეობის 25 წლის იუბილე. მისი ნაწარმოები თარგმნილი და გამოცემულია რუსულ და სომხურ ენებზე. 1946 წ. გამოიცა მისი მოთხრობების კრებული და 1964 წ. კი კრებული "კედელი". პოლიო ირეთელი მეუღლესთან ნადეჟდა რევაზის ასულ ამირეჯიბთან ერთად დაკრძალულია თბილისში ვერის სასაფლაოზე
აღწერილობა: ფოტოს გადაღებულია ციხეში ყოფნის დროს
მფლობელი: მარინა ელიოზიშვილი
შესულია კოლექციებში:ეროვნული ფოტომატიანე

ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი აღწერილობა ზომაფორმატი 
Eliozishvili (52).jpg428.18 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა
Eliozishvili (53).jpg400.11 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა


საავტორო უფლება