Please use this identifier to cite or link to this item:
https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/387785
Full metadata record
DC Field | Value | Language |
---|---|---|
dc.coverage.spatial | წყნეთი მდებარეობს თბილისის ცენტრიდან 15 კმ-ში, თრიალეთის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე, მდინარე ვერის ხეობაში. როგორც სააგარაკო ადგილი, ის ძველთაგანვე ყოფილა ცნობილი. ინტენსიური განაშენიანება აქ XIX ს-ის ბოლოს დაიწყო, საკურორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობა კი საბჭოთა პერიოდში განხორციელდა. შეიქმნა წყნეთის განვითარების გენერალური გეგმა: 1935-1936 წლებში მოხდა კურორტის ხელოვნური გამწვანება წიწვოვანი ჯიშებით; 1938 წელს აშენდა პირველი ბავშვთა სანატორიუმი, მოსწავლეთა ბანაკი, საბავშვო სახლი, ამბულატორია და ა. შ. 1960-1970 წლებიდან წყნეთი თბილისის პირველხარისხოვანი საგარეუბნო კურორტი გახდა და საკურორტო ზონაში სამთავრობო აგარაკები აშენდა. ზაფხულის პაპანაქება სიცხეშიც კი წყნეთში მუდამ სიგრილეა, რაც უზრუნველყოფს ორგანიზმის მიერ სითბოს გაცემის კომფორტულ პირობებს. სიგრილის მიზეზად არ შეიძლება ჩაითვალოს მარტო განსხვავება სიმაღლის დონეთა შორის. ჰაერის ტემპერატურაზე გარკვეულ გავლენას ახდენს ადგილის იდეალური ვენტილაცია, ადგილობრივი ქარების რეგულარული გამაგრილებელი მოქმედება და მწვანე საბურველი. მრავალწლიანი დაკვირვებები ორგანიზმზე ამ ადგილის ჰავის გავლენის შესახებ მის მაღალ სამკურნალო ღირსებაზე მეტყველებს, განსაკუთრებით, ბავშვთა ასაკის დაავადებების შემთხვევაში. დიდია წყნეთის მნიშვნელობა გამოჯანსაღების პერიოდში მყოფი ავადმყოფებისთვის-რეკონვალესცენტებისთვის. დღეისთვის კურორტის ტერიტორიაზე, ძირითადად, კერძო საცხოვრებელი და სააგარაკო სახლები დგას. ზაფხულობით ფუნქციონირებს ორი სანატორიუმი. | en_US |
dc.date.accessioned | 2022-06-13T16:40:59Z | - |
dc.date.available | 2022-06-13T16:40:59Z | - |
dc.date.issued | 1965-06-05 | - |
dc.identifier.uri | https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/387785 | - |
dc.description | ფოტო გადაღებულია პ. მკურნალის გიმნაზიის ყოფილ მოსწავლეთა შეხვედრის 54 წლისთავზე კურორტ წყნეთში, ივანე ურუშაძის აგარაკზე. წინა რიგში სხედან მარცხნიდან მარჯვნივ: შალვა მაღლაკელიძე. ნადია ბუზოღლი, ვლადიმერ მკურნალის ქვრივი. გური კანდელაკი. დგანან მარცხნიდან მარჯვნივ: პაჭუ ჟორდანია, ივანე ურუშაძე, სოლომონ ჩიხლაძე, ვლადიმერ თოხაძე, თერაპონტე მანჯავიძე, ბახუსი კვაჭაძე, დავით კაკაბაძე, დავით გორგაძე | en_US |
dc.description.abstract | ნადეჟდა აბაშიძე-ბუზოღლისა (20.08.1888, ქუთაისი - 20.02.1976) - მომღერალი, პროფესორი, პედაგოგ-ვოკალისტი. საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე. 1927 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია. 1938–1944 წლებში იყო თბილისის I სამუსიკო სასწავლებელში სოლო სიმღერის პედაგოგი; 1944 წლიდან მუშაობდა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში. იგი ავტორია მეთოდურ-პედაგოგიური ნაშრომისა „ქართული რომანსის გამოყენება მომღერალთა ეროვნული კადრების აღზრდის საქმეში" (თბილისი 1959 წელი, რუსულ ენაზე). ზაქარია ფალიაშვილმა "დაისი" თავის შთაგონების წყაროს, ნადეჟდა ბუზოღლის მიუძღვნა. იმდროინდელ ტფილისში სახელგანთქმული ინჟინრის, მუსიკის მოყვარულის და შეძლებულობით ცნობილი მიხეილ ბუზოღლის ახალგაზრდა მეუღლე სილამაზით იყო განთქმული. ზაქარია ბუზოღლების უფროს ვაჟებს მუსიკის კერძო გაკვეთილებს უტარებდა. თავად მიხეილ ბუზოღლი ზაქარიას ძალიან აფასებდა. ის იმითაც ამაყობდა, რომ ცნობილმა კომპოზიტორმა მის მეუღლეს, საშუალო დონის ვოკალისტს ნადეჟდას რამდენიმე კონცერტზე აკომპანიორობა გაუწია. ნადეჟდა ბუზოღლისადმი ზაქარია ფალიაშვილის გრძნობაზე "დაისის" ნოტებზე მინაწერი მიუთითებს. კომპოზიტორი ნადეჟდას ოპერიდან მოყვანილი ციტატებით უხსნიდა სიყვარულს. ხელნაწერის მესამე გვერდზე კი ფალიაშვილს საკუთარი ფოტო ჩაუკრავს. იქვე "დაისის" მთავარი პერსონაჟების, მალხაზისა და მაროს დუეტის ფრაგმენტი მიუწერია: "მსურს ასე ვიყო სულგანაბული, შენს ლამაზ თვალებს მიჩერებული". | en_US |
dc.language.iso | ka | en_US |
dc.subject | ჯგუფური ფოტო | en_US |
dc.subject | მაღლაკელიძე, შალვა | en_US |
dc.subject | ბუზოღლი, ნადეჟდა ივანეს ასული (1888-1976 | en_US |
dc.subject | მკურნალისა, | en_US |
dc.subject | კანდელაკი, გური | en_US |
dc.subject | ჟორდანია, პაჭუ | en_US |
dc.subject | ურუშაძე, ივანე | en_US |
dc.subject | ჩიხლაძე, სოლომონი რომანის ძე (18**-19**) | en_US |
dc.subject | მანჯავიძე, თერაპონტე | en_US |
dc.subject | კვაჭაძე, ბახუსი | en_US |
dc.subject | კაკაბაძე, დავითი | en_US |
dc.subject | გიორგაძე, დავითი | en_US |
dc.subject | ბოჭოიძე, მელქო | en_US |
dc.subject | ლომთაძე, დავითი | en_US |
dc.subject | შანიძე, გრიგოლი | en_US |
dc.title | ქუთაისის პ. მკურნალის გიმნაზიის ყოფილ მოსწავლეთა შეხვედრა | en_US |
dc.title.alternative | მოგონებები გარდასულ დღეთა | en_US |
dc.type | Image | en_US |
dc.rights.holder | ნაზი ჩიხლაძე | en_US |
Appears in Collections: | ქალაქ ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკა |
Files in This Item:
File | Description | Size | Format | |
---|---|---|---|---|
N.CHikhladze 0005.jpg | რექტო | 190.27 kB | JPEG | View/Open |
Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.