ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/387785
სათაური: ქუთაისის პ. მკურნალის გიმნაზიის ყოფილ მოსწავლეთა შეხვედრა
სხვა სათაური: მოგონებები გარდასულ დღეთა
საკვანძო სიტყვები: ჯგუფური ფოტო
მაღლაკელიძე, შალვა
ბუზოღლი, ნადეჟდა ივანეს ასული (1888-1976
მკურნალისა,
კანდელაკი, გური
ჟორდანია, პაჭუ
ურუშაძე, ივანე
ჩიხლაძე, სოლომონი რომანის ძე (18**-19**)
მანჯავიძე, თერაპონტე
კვაჭაძე, ბახუსი
კაკაბაძე, დავითი
გიორგაძე, დავითი
ბოჭოიძე, მელქო
ლომთაძე, დავითი
შანიძე, გრიგოლი
გამოცემის თარიღი: 5-Jun-1965
რეზიუმე: ნადეჟდა აბაშიძე-ბუზოღლისა (20.08.1888, ქუთაისი - 20.02.1976) - მომღერალი, პროფესორი, პედაგოგ-ვოკალისტი. საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე. 1927 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია. 1938–1944 წლებში იყო თბილისის I სამუსიკო სასწავლებელში სოლო სიმღერის პედაგოგი; 1944 წლიდან მუშაობდა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში. იგი ავტორია მეთოდურ-პედაგოგიური ნაშრომისა „ქართული რომანსის გამოყენება მომღერალთა ეროვნული კადრების აღზრდის საქმეში" (თბილისი 1959 წელი, რუსულ ენაზე). ზაქარია ფალიაშვილმა "დაისი" თავის შთაგონების წყაროს, ნადეჟდა ბუზოღლის მიუძღვნა. იმდროინდელ ტფილისში სახელგანთქმული ინჟინრის, მუსიკის მოყვარულის და შეძლებულობით ცნობილი მიხეილ ბუზოღლის ახალგაზრდა მეუღლე სილამაზით იყო განთქმული. ზაქარია ბუზოღლების უფროს ვაჟებს მუსიკის კერძო გაკვეთილებს უტარებდა. თავად მიხეილ ბუზოღლი ზაქარიას ძალიან აფასებდა. ის იმითაც ამაყობდა, რომ ცნობილმა კომპოზიტორმა მის მეუღლეს, საშუალო დონის ვოკალისტს ნადეჟდას რამდენიმე კონცერტზე აკომპანიორობა გაუწია. ნადეჟდა ბუზოღლისადმი ზაქარია ფალიაშვილის გრძნობაზე "დაისის" ნოტებზე მინაწერი მიუთითებს. კომპოზიტორი ნადეჟდას ოპერიდან მოყვანილი ციტატებით უხსნიდა სიყვარულს. ხელნაწერის მესამე გვერდზე კი ფალიაშვილს საკუთარი ფოტო ჩაუკრავს. იქვე "დაისის" მთავარი პერსონაჟების, მალხაზისა და მაროს დუეტის ფრაგმენტი მიუწერია: "მსურს ასე ვიყო სულგანაბული, შენს ლამაზ თვალებს მიჩერებული".
აღწერილობა: ფოტო გადაღებულია პ. მკურნალის გიმნაზიის ყოფილ მოსწავლეთა შეხვედრის 54 წლისთავზე კურორტ წყნეთში, ივანე ურუშაძის აგარაკზე. წინა რიგში სხედან მარცხნიდან მარჯვნივ: შალვა მაღლაკელიძე. ნადია ბუზოღლი, ვლადიმერ მკურნალის ქვრივი. გური კანდელაკი. დგანან მარცხნიდან მარჯვნივ: პაჭუ ჟორდანია, ივანე ურუშაძე, სოლომონ ჩიხლაძე, ვლადიმერ თოხაძე, თერაპონტე მანჯავიძე, ბახუსი კვაჭაძე, დავით კაკაბაძე, დავით გორგაძე
მფლობელი: ნაზი ჩიხლაძე
შესულია კოლექციებში:ქალაქ ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკა

ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი აღწერილობა ზომაფორმატი 
N.CHikhladze 0005.jpgრექტო190.27 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა


საავტორო უფლება