Please use this identifier to cite or link to this item: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/387786
Title: ქუთაისის პ. მკურნალის გიმნაზიის ყოფილ მოსწავლეთა შეხვედრა
Other Titles: მოგონებები გარდასულ დღეთა
Keywords: ჯგუფური ფოტო
ურუშაძე, ივანე
ბუზოღლი, ნადეჟდა ივანეს ასული (1888-1976
შანიძე, აკაკი გაბრიელის ძე (1887-1987)
მკურნალი, ალექსანდრა
მკურნალისა,
კაკაბაძე, დავით
თოხაძე, ვლადიმერ
ბაქრაძე, აკაკი
ლომაძე, დავით
შანიძე, გრიგოლი
მანჯავიძე, თერაპონტე
მაღლაკელიძე, შალვა (1893-1976)
კვაჭაძე, ბახუსი
გორგაძე, დავით
ჩიხლაძე, სოლომონ რომანის ძე (18**-19**)
ჟორდანია, პაჭუ
კანდელაკი, გური
ბოჭოიძე, მელქო
ძიძიგური ბიქტორ
Issue Date: 5-Jun-1965
Abstract: აკაკი შანიძე (26.02.1887, ქვემო ნოღა, ქუთაისის მაზრა - 29.03.1987, თბილისი) -ქართველი ენათმეცნიერი, დიალექტოლოგი, ფილოლოგი, ლექსიკოლოგი, რუსთველოლოგი, ფოლკლორისტი, არმენოლოგი, ალბანოლოგი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის თანადამფუძნებელი და აკადემიკოსი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანადამფუძნებელი, სსრკ მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, სომხეთის მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, პრაღის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის წევრ-კორესპონდენტი, იენის შილერის სახელობის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, ინგლისის „ფილოლოგთა საზოგადოების“ საპატიო წევრი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის საზოგადოებრივ მეცნიერებათა განყოფილების თავმჯდომარე და ვიცე-პრეზიდენტი 1948-1950 წლებში. ნადეჟდა აბაშიძე-ბუზოღლისა (20.08.1888, ქუთაისი - 20.02.1976) - მომღერალი, პროფესორი, პედაგოგ-ვოკალისტი. საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე. 1927 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია. 1938–1944 წლებში იყო თბილისის I სამუსიკო სასწავლებელში სოლო სიმღერის პედაგოგი; 1944 წლიდან მუშაობდა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში. იგი ავტორია მეთოდურ-პედაგოგიური ნაშრომისა „ქართული რომანსის გამოყენება მომღერალთა ეროვნული კადრების აღზრდის საქმეში" (თბილისი 1959 წელი, რუსულ ენაზე). ზაქარია ფალიაშვილმა "დაისი" თავის შთაგონების წყაროს, ნადეჟდა ბუზოღლის მიუძღვნა. იმდროინდელ ტფილისში სახელგანთქმული ინჟინრის, მუსიკის მოყვარულის და შეძლებულობით ცნობილი მიხეილ ბუზოღლის ახალგაზრდა მეუღლე სილამაზით იყო განთქმული. ზაქარია ბუზოღლების უფროს ვაჟებს მუსიკის კერძო გაკვეთილებს უტარებდა. თავად მიხეილ ბუზოღლი ზაქარიას ძალიან აფასებდა. ის იმითაც ამაყობდა, რომ ცნობილმა კომპოზიტორმა მის მეუღლეს, საშუალო დონის ვოკალისტს ნადეჟდას რამდენიმე კონცერტზე აკომპანიორობა გაუწია. ნადეჟდა ბუზოღლისადმი ზაქარია ფალიაშვილის გრძნობაზე "დაისის" ნოტებზე მინაწერი მიუთითებს. კომპოზიტორი ნადეჟდას ოპერიდან მოყვანილი ციტატებით უხსნიდა სიყვარულს. ხელნაწერის მესამე გვერდზე კი ფალიაშვილს საკუთარი ფოტო ჩაუკრავს. იქვე "დაისის" მთავარი პერსონაჟების, მალხაზისა და მაროს დუეტის ფრაგმენტი მიუწერია: "მსურს ასე ვიყო სულგანაბული, შენს ლამაზ თვალებს მიჩერებული". შალვა მაღლაკელიძე (2.05.1893, დიხაშხო, ახლანდ. ვანის მუნიციპალიტეტი, - 7.11.1976, თბილისი) - ქართველი პოლიტიკოსი, იურისტი და სამხედრო მოღვაწე, ვერმახტის ქართული ლეგიონის მეთაური.
Description: ფოტო გადაღებულია პ. მკურნალის გიმნაზიის ყოფილ მოსწავლეთა შეხვედრის 54 წლისთავზე კურორტ წყნეთში, ივანე ურუშაძის აგარაკზე. წინა რიგში სხედან მარცხნიდან მარჯვნივ: ივანე ურუშაძე. ნადია ბუზოღლი, აკაკი შანიძე, ალექსანდრა მკურნალი, ვლადიმერ მკურნალის ქვრივი, დავით კაკაბაძე, ვლადიმერ თოხაძე, აკაკი ბაქრაძე (პროფესორი), დავით ლომაძე (დოქტორი). დგანან მარცხნიდან მარჯვნივ: გრიგოლ შანიძე, თერაპონტე მანჯავიძე, შალვა მაღლაკელიძე, ბახუსი კვაჭაძე, დავით გორგაძე, სოლომონ ჩიხლაძე, პაჭუ ჟორდანია, გური კანდელაკი, მელქო ბოჭოიძე, ბიქტორ ძიძიგური, 4 ქალი ფეხზედ მდგომნი მკურნალის ნათესავები.
Owner: ნაზი ჩიხლაძე
Appears in Collections:ქალაქ ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკა

Files in This Item:
File Description SizeFormat 
N.CHikhladze 0006.jpgრექტო127.52 kBJPEGThumbnail
View/Open


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.