ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/38907
სათაური: ნინო წულუკიძე და მარიამ ყაუხჩიშვილი
ქუთაისის სასწავლებელი
საკვანძო სიტყვები: ჯგუფური ფოტო
ქუთაისის სასწავლებელი
სასულიერო პირი
მღვდელი
წულუკიძე, ნინო კონსტანტინეს ასული
ყაუხჩიშვილი, მარიამ იოსების ასული (1866-1939)
ცქიტიშვილი, პლატონ
რეზიუმე: პლატონ ცქიტიშვილი - მღვდელი. მარიამ ყაუხჩიშვილი - 1886 წელს დაამთავრა ქუთაისის წმიდა ნინოს სახელობის ქალთა გიმნაზია. ამავე წლიდან 1898 წლამდე მოისმინა ჟენევის პედაგოგიური კურსები და გაეცნო საზღვარგარეთის საბავშვო ბაღებისა და საშუალო სკოლების სტრუქტურას. 1903 წლის სექტემბრიდან 1921 წლამდე მარიამ ყაუხჩიშვილი დირექტორად მუშაობდა ქუთაისის ქალთა კერძო გიმნაზიაში, რომელიც სამართლიანად ატარებდა მის სახელს; საკუთარი ოჯახი არ გააჩნდა, იგი ჭეშმარიტი პედაგოგი იყო. მარიამ ყაუხჩიშვილი გარდაიცვალა 1939 წელს თავისსავე სკოლის შენობაში, სადაც ერთი პატარა ოთახი ეჭირა საცხოვრებლად. დაკრძალეს ქუთაისში, საფიჩხიის სასაფლაოზე. ქუჩას, სადაც მისი სკოლა მდებარეობდა, მარიამ ყაუხჩიშვილის სახელი ეწოდა
აღწერილობა: პირველ რიგში მარცხნიდან ზის: ნინო წულუკიძე. მეორე რიგში მარჯვნიდან მეოთხე: მარიამ ყაუხჩიშვილი. ცენტრში ზის: მღვდელი პლატონ ცქიტიშვილი
მფლობელი: ზურაბ კიკნაძე
შესულია კოლექციებში:ეროვნული ფოტომატიანე

ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი აღწერილობა ზომაფორმატი 
Zurab_kiknadze-011.jpg313.26 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა


საავტორო უფლება