ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/391644
სათაური: გური კვირიკაძე, ნინო კვირიკაძე, გალაკტიონ ტაბიძე, მიქელ პატარიძე
სხვა სათაური: ელგუჯა ნემსაძის ოჯახის ფოტოფონდიდან
საკვანძო სიტყვები: ჯგუფური ფოტო
კვირიკაძე, გური საბას ძე
კვირიკაძე, ნინო კალისტრატეს ასული
ტაბიძე, გალაკტიონ ვასილის ძე (1891-1959)
პატარიძე, მიქელ აბესალომის ძე (1895-1959)
გამოცემის თარიღი: 2022
რეზიუმე: გალაკტიონ ტაბიძე (17.1891-17.03.1959) - ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე. საქართველოს სახალხო პოეტი), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი. 1900-08 წლებში ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში სწავლობდა, ხოლო 1908-10 წლებში თბილისის სასულიერო სემინარიაში, სადაც სათავეში ჩაუდგა მოსწავლეთა ლიტერატურულ წრეს და დააარსა ხელნაწერთა ჟურნალი „შუქი“. 1910-11 წლებში სკოლის მასწავლებლად მუშაობდა. 1912 წელს ქუთაისში დასახლდა. მისი ნაწარმოებები იბეჭდებოდა ქუთაისისა და თბილისის ჟურნალ-გაზეთებში. 1917-18 წლებში მოსკოვსა და პეტროგრადში იმყოფებოდა. პირველი ლექსები „მთვარე კაშკაშებს“ და „შავი ღრუბელი“ 1908 წელს გამოაქვეყნა გაზეთ „ამირანსა“ და ჟურნალ „ჩვენს კვალში“. თბილისში გამოქვეყნებულმა კრებულებმა „ლექსები“ (1914) და „არტისტული ყვავილები“ (1919) ტაბიძეს საყოველთაო აღიარება მოუტანეს. 1918 წლიდან საბოლოოდ დამკვიდრდა თბილისში. 1921 წლიდან რედაქტორობდა ჟურნალ „ლომისს“. 1922-23 წლებში გამოსცა „გალაკტიონ ტაბიძის ჟურნალი“. გალაკტიონ ტაბიძე იყო „მნათობის“ (1924) ერთ-ერთი დამაარსებელი. 1927 წელს თბილისში გამოვიდა მისი ლექსების ერთტომეული. აღსანიშნავია, რომ 1935 წელს იგი მონაწილეობდა პარიზის ანტიფაშისტურ კონგრესში. მიქელ აბესალომის ძე პატარიძე (5.05.1895, ქუთაისი - 7.07.1959, ბაღდათი) - ქართველი პოეტი, მთარგმნელი, ჟურნალისტი, სპორტსმენი და საზოგადო მოღვაწე.
აღწერილობა: ფოტოს გადაღების ზუსტი თარიღი და ადგილი უცნობია.
მფლობელი: ნინო ლექვთაძე
შესულია კოლექციებში:ქალაქ ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკა

ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი აღწერილობა ზომაფორმატი 
N.Leqvtadze 002.jpgრექტო119.72 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა


საავტორო უფლება