Please use this identifier to cite or link to this item:
https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/392729
Title: | ღია საგამოფენო სივრცე |
Other Titles: | წმინდა გრიგოლ ფერაძის სახელობის ეკლესია ვარშავაში |
Keywords: | ღია საგამოფენო სივრცე ფერაძე, გრიგოლი (1899-1942) ვარშავა პოლონეთი |
Issue Date: | 2022 |
Abstract: | გრიგოლ ფერაძე (31.08.1899 — 6.12.1942; ბაკურციხე) — ქართველი თეოლოგი, ისტორიკოსი, არქიმანდრიტი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. 1931 წლის 18 აპრილს სრულიად ახალგაზრდა, მაგრამ უკვე პატივდებული მეცნიერი, ლონდონის წმ. სოფიის ბერძნულ საკათედრო ტაძარში ბერად აღიკვეცა. აქვე ეკურთხა დიაკვნად, ხოლო შემდეგ გაგზვნეს პარიზში მის მიერვე დაარსებულ წმ. ნინოს სახ. ქართულ ეკლესიაში, სადაც II მსოფლიო ომის დაწყებამდე დაუღალავად იღწვოდა. მისი ხელმძღვანელობით გამოიცემოდა ჟურნალი "ჯვარი ვაზისა". რამდენიმე ხნის შემდეგ გროგოლ ფერაძე მიიწვიეს პოლონეთში, ვარშავაში მართლმადიდებლური სასულიერო სკოლის დირექტორად. ექვთიმე თაყაიშვილის მიერ საფრანგეთში ქართული განძის გადარჩენაში გრიგოლ ფერაძეს დიდი წვლილი მიუძღვის. II მსოფლიო ომის დროს მამა გრიგოლი ხშირად იფარავდა ფაშისტების მიერ დევნილ ადამიანებს, განსაკუთრებით კი ებრაელებს, რისთვისაც იგი შეიპყრეს და ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკში გადაიყვანეს. 1942 წლის 6 დეკემბერს მამა გრიგოლმა თავის თავზე აიღო ერთი მრავალშვილიანი ებრაელის სასჯელი და მის მაგივრად შევიდა გაზის კამერაში. საქართველოს მართლმადიდებლურმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა 1995 წელს. 2013 წლის 26 სექტემბერს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა. ფოტოს მომწოდებელი მაგდა არსენიძე. |
Description: | ფოტოს გადაღების ზუსტი თარიღი უცნობია. |
Owner: | მაგდა არსენიძე - მომწოდებელი |
Appears in Collections: | ქალაქ ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკა |
Files in This Item:
File | Description | Size | Format | |
---|---|---|---|---|
m. arsenidze 0095.jpg | რექტო | 69.18 kB | JPEG | View/Open |
Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.