ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/392729
სათაური: ღია საგამოფენო სივრცე
სხვა სათაური: წმინდა გრიგოლ ფერაძის სახელობის ეკლესია ვარშავაში
საკვანძო სიტყვები: ღია საგამოფენო სივრცე
ფერაძე, გრიგოლი (1899-1942)
ვარშავა
პოლონეთი
გამოცემის თარიღი: 2022
რეზიუმე: გრიგოლ ფერაძე (31.08.1899 — 6.12.1942; ბაკურციხე) — ქართველი თეოლოგი, ისტორიკოსი, არქიმანდრიტი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. 1931 წლის 18 აპრილს სრულიად ახალგაზრდა, მაგრამ უკვე პატივდებული მეცნიერი, ლონდონის წმ. სოფიის ბერძნულ საკათედრო ტაძარში ბერად აღიკვეცა. აქვე ეკურთხა დიაკვნად, ხოლო შემდეგ გაგზვნეს პარიზში მის მიერვე დაარსებულ წმ. ნინოს სახ. ქართულ ეკლესიაში, სადაც II მსოფლიო ომის დაწყებამდე დაუღალავად იღწვოდა. მისი ხელმძღვანელობით გამოიცემოდა ჟურნალი "ჯვარი ვაზისა". რამდენიმე ხნის შემდეგ გროგოლ ფერაძე მიიწვიეს პოლონეთში, ვარშავაში მართლმადიდებლური სასულიერო სკოლის დირექტორად. ექვთიმე თაყაიშვილის მიერ საფრანგეთში ქართული განძის გადარჩენაში გრიგოლ ფერაძეს დიდი წვლილი მიუძღვის. II მსოფლიო ომის დროს მამა გრიგოლი ხშირად იფარავდა ფაშისტების მიერ დევნილ ადამიანებს, განსაკუთრებით კი ებრაელებს, რისთვისაც იგი შეიპყრეს და ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკში გადაიყვანეს. 1942 წლის 6 დეკემბერს მამა გრიგოლმა თავის თავზე აიღო ერთი მრავალშვილიანი ებრაელის სასჯელი და მის მაგივრად შევიდა გაზის კამერაში. საქართველოს მართლმადიდებლურმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა 1995 წელს. 2013 წლის 26 სექტემბერს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა. ფოტოს მომწოდებელი მაგდა არსენიძე.
აღწერილობა: ფოტოს გადაღების ზუსტი თარიღი უცნობია.
მფლობელი: მაგდა არსენიძე - მომწოდებელი
შესულია კოლექციებში:ქალაქ ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკა

ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი აღწერილობა ზომაფორმატი 
m. arsenidze 0095.jpgრექტო69.18 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა


საავტორო უფლება