Please use this identifier to cite or link to this item:
https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/40492
Title: | წერილი დავით საღირაშვილისადმი |
Authors: | ივანიცკი (ინგილო), რაფიელ |
Keywords: | საღირაშვილი, დავით ალექსის ძე (1887-1962) ივანიცკი (ინგილო), რაფიელ (1886-1966) წერილი ხელნაწერი ემიგრანტი ემიგრაცია ახმეტელაშვილი (ახმეტელი), ვლადიმერ (ლადო) გიორგის ძე (1875-1942) პიუს XII (1876-1958) ემიგრანტული ჟურნალისტიკა მადრიდი ესპანეთი Шуткевич შუტკევიჩი |
Issue Date: | 12-Oct-1958 |
Abstract: | დავით ალექსის ძე საღირაშვილი – ქართველი სამხედრო, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე. სოციალ-დემოკრატი. 1908-1910 წწ. იბრძოდა სპარსეთში. რევოლუციური საქმიანობისთვის რამდენჯერმე იყო დაპატიმრებული და გადასახლებული. პირადად იცნობდა სტალინს. 1918 წელს არჩეულ იქნა საქართველოს ეროვნული გვარდიის მეთაურის მოადგილედ. 1920 წელს, გრიგოლ ურატაძესთან ერთად მონაწილეობდა რუსეთ-საქართველოს სამშვიდობო მოლაპარაკებებში, რომელიც 7 მაისის ე.წ. "მოსკოვის ხელშეკრულებით" დაგვირგვინდა. გასაბჭოების შემდეგ, ბოლშევიკებმა დააკავეს და მეტეხის ციხეში 16 თვიანი პატიმრობის შემდეგ, 1922 წელს, 61 სხვა პატიმართან ერთად გერმანიაში გაასახლეს. 1927 წლიდან უპარტიო. აქტიურად თანამშრომლობდა ემიგრანტულ პრესასთან. 1957-1958 წლებში, მიუნხენში არჩილ მეტრეველთან ერთად გამოსცემდა გაზეთს "სამშობლოს განთავისუფლებისათვის". რაფიელ ივანიცკი (ინგილო) – ქართველი ემიგრანტი. იურისტი, მთარგმნელი, დიპლომატი, საკათალიკოსო საბჭოს წევრი. კათალიკოს ამბროსის დავალებით რამდენიმე წლის განმავლობაში იმყოფებოდა რომის პაპის კარზე, როგორც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დესპანი. მადრიდის რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღვარი. ვლადიმერ (ლადო) ახმეტელი – ქართველი ემიგრანტი, ეკონომისტი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, მწერალი, ჟურნალისტი. 1918-1922 წლებში იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ელჩი გერმანიაში. 1938 წლიდან ხელმძღვანელობდა გერმანიის მთავრობის მიერ შექმნილ "კავკასიის სამმართველოს". პიუს XII (ერისკაცობაში ეუჯენიო მარია ჯუზეპე ჯოვანი პაჩელი) – რომის პაპი 1939-1958 წწ. |
Description: | 1 შტამპიანი (Rector de la iglesia ortodoxa) ფურცელი. ტექსტი – ხელნაწერი, ქართულ ენაზე. წერილი გაგზავნილია მადრიდიდან. მოხსენიებული პირები: ლადო ახმეტელი, პიუს XII, შუტკევიჩი. |
Owner: | საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა |
Appears in Collections: | დავით საღირაშვილის არქივი |
Files in This Item:
File | Description | Size | Format | |
---|---|---|---|---|
23.4(48)_recto.jpg | 731.5 kB | JPEG | View/Open |
Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.