ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/40492
სათაური: წერილი დავით საღირაშვილისადმი
ავტორები: ივანიცკი (ინგილო), რაფიელ
საკვანძო სიტყვები: საღირაშვილი, დავით ალექსის ძე (1887-1962)
ივანიცკი (ინგილო), რაფიელ (1886-1966)
წერილი
ხელნაწერი
ემიგრანტი
ემიგრაცია
ახმეტელაშვილი (ახმეტელი), ვლადიმერ (ლადო) გიორგის ძე (1875-1942)
პიუს XII (1876-1958)
ემიგრანტული ჟურნალისტიკა
მადრიდი
ესპანეთი
Шуткевич
შუტკევიჩი
გამოცემის თარიღი: 12-Oct-1958
რეზიუმე: დავით ალექსის ძე საღირაშვილი – ქართველი სამხედრო, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე. სოციალ-დემოკრატი. 1908-1910 წწ. იბრძოდა სპარსეთში. რევოლუციური საქმიანობისთვის რამდენჯერმე იყო დაპატიმრებული და გადასახლებული. პირადად იცნობდა სტალინს. 1918 წელს არჩეულ იქნა საქართველოს ეროვნული გვარდიის მეთაურის მოადგილედ. 1920 წელს, გრიგოლ ურატაძესთან ერთად მონაწილეობდა რუსეთ-საქართველოს სამშვიდობო მოლაპარაკებებში, რომელიც 7 მაისის ე.წ. "მოსკოვის ხელშეკრულებით" დაგვირგვინდა. გასაბჭოების შემდეგ, ბოლშევიკებმა დააკავეს და მეტეხის ციხეში 16 თვიანი პატიმრობის შემდეგ, 1922 წელს, 61 სხვა პატიმართან ერთად გერმანიაში გაასახლეს. 1927 წლიდან უპარტიო. აქტიურად თანამშრომლობდა ემიგრანტულ პრესასთან. 1957-1958 წლებში, მიუნხენში არჩილ მეტრეველთან ერთად გამოსცემდა გაზეთს "სამშობლოს განთავისუფლებისათვის". რაფიელ ივანიცკი (ინგილო) – ქართველი ემიგრანტი. იურისტი, მთარგმნელი, დიპლომატი, საკათალიკოსო საბჭოს წევრი. კათალიკოს ამბროსის დავალებით რამდენიმე წლის განმავლობაში იმყოფებოდა რომის პაპის კარზე, როგორც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დესპანი. მადრიდის რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღვარი. ვლადიმერ (ლადო) ახმეტელი – ქართველი ემიგრანტი, ეკონომისტი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, მწერალი, ჟურნალისტი. 1918-1922 წლებში იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ელჩი გერმანიაში. 1938 წლიდან ხელმძღვანელობდა გერმანიის მთავრობის მიერ შექმნილ "კავკასიის სამმართველოს". პიუს XII (ერისკაცობაში ეუჯენიო მარია ჯუზეპე ჯოვანი პაჩელი) – რომის პაპი 1939-1958 წწ.
აღწერილობა: 1 შტამპიანი (Rector de la iglesia ortodoxa) ფურცელი. ტექსტი – ხელნაწერი, ქართულ ენაზე. წერილი გაგზავნილია მადრიდიდან. მოხსენიებული პირები: ლადო ახმეტელი, პიუს XII, შუტკევიჩი.
მფლობელი: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა
შესულია კოლექციებში:დავით საღირაშვილის არქივი

ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი აღწერილობა ზომაფორმატი 
23.4(48)_recto.jpg731.5 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა


საავტორო უფლება