ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი:
https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/40567
სათაური: | წერილი დავით საღირაშვილისადმი |
ავტორები: | სალია, კალისტრატე |
საკვანძო სიტყვები: | საღირაშვილი, დავით ალექსის ძე (1887-1962) სალია, კალისტრატე (1901-1986) წერილი ხელნაწერი ემიგრანტი ემიგრაცია პარიზი საფრანგეთი ჟღენტი ჭირაქაძე, სევერიან ზალდასტანიშვილი, ოთარ სოლომონის ძე (1922-2005) ზალდასტანიშვილი, გივი სოლომონის ძე (1919-2007) შალიკაშვილი, დიმიტრი იოსების ძე (1896-1978) კერესელიძე, გიორგი მათეს ძე (1882-1960) ვაჩნაძე, დავით (დათა) ვლადიმერის ძე (1884-1962) არსენიძე, რაჟდენ მათეს ძე (1881-1965) კუჭუხიძე, ილია ცხომელიძე, ვლადიმერ (ვალოდია) ჩუბინიძე გამყრელიძე სალია, ნინო |
გამოცემის თარიღი: | 11-May-1959 |
რეზიუმე: | დავით ალექსის ძე საღირაშვილი – ქართველი სამხედრო, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე. სოციალ-დემოკრატი. 1908-1910 წწ. იბრძოდა სპარსეთში. რევოლუციური საქმიანობისთვის რამდენჯერმე იყო დაპატიმრებული და გადასახლებული. პირადად იცნობდა სტალინს. 1918 წელს არჩეულ იქნა საქართველოს ეროვნული გვარდიის მეთაურის მოადგილედ. 1920 წელს, გრიგოლ ურატაძესთან ერთად მონაწილეობდა რუსეთ-საქართველოს სამშვიდობო მოლაპარაკებებში, რომელიც 7 მაისის ე.წ. "მოსკოვის ხელშეკრულებით" დაგვირგვინდა. გასაბჭოების შემდეგ, ბოლშევიკებმა დააკავეს და მეტეხის ციხეში 16 თვიანი პატიმრობის შემდეგ, 1922 წელს, 61 სხვა პატიმართან ერთად გერმანიაში გაასახლეს. 1927 წლიდან უპარტიო. აქტიურად თანამშრომლობდა ემიგრანტულ პრესასთან. 1957-1958 წლებში, მიუნხენში არჩილ მეტრეველთან ერთად გამოსცემდა გაზეთს "სამშობლოს განთავისუფლებისათვის". სევერიან ჭირაქაძე – ქართველი ემიგრანტი, ეროვნულ–დემოკრატი, ჟურნალისტი. გივი ზალდასტანიშვილი – წარმატებული ბიზნესმენი. აქტიურად მონაწილეობდა რადიოსადგურ "ამერიკის ხმის" დაარსებაში. 1955 წელს იყო გაზეთ "ქართული აზრის" ერთ-ერთი დამაარსებელი. ოთარ ზალდასტანიშვილი – ინჟინერ-კონსტრუქტორი, ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორი. ლექციებს კითხულობდა აეროდინამიკაში. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ათასამდე ცნობილი ნაგებობისა და პროექტის ავტორი. დიმიტრი შალიკაშვილი - ქართველი ემიგრანტი, სამხედრო მოღვაწე. პოლონეთის არმიის მრჩეველი. პოლონეთის ოკუპაციის შემდეგ მსახურობდა ვერმახტის ქართულ ლეგიონში. ოთარ და ჯონ-მალხაზ შალიკაშვილების მამა. გიორგი მათეს ძე კერესელიძე – ქართველი ემიგრანტი, "საქართველოს განმათავისუფლებელი კომიტეტის" ერთ-ერთი დამფუძნებელი და ლიდერი. გაზეთ "თავისუფალი საქართველოს" ერთ-ერთი დამფუძნებელი. ლეო კერესელიძის ძმა. დავით (დათა) ვლადიმერის ძე ვაჩნაძე – ქართველი ემიგრანტი, პოლიტიკური, საზოგადო და სამხედრო მოღვაწე. საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი დამაარსებელი. დამფუძნებელი კრების წევრი. საქართველოს რესპუბლიკის რწმუნებული გერმანიის საიმპერატორო სამხედრო-დიპლომატიურ მისიაში. რაჟდენ არსენიძე – ქართველი ემიგრანტი, საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი, სოციალ-დემოკრატი, პუბლიცისტი. ილია კუჭუხიძე, ვლადიმერ ცხომელიძე – ქართველი ემიგრანტები. ვიქტორ ივანეს ძე ნოზაძე – ქართველი ემიგრანტი, პოლიტიკური მოღვაწე, ჟურნალისტი, რუსთველოლოგი. |
აღწერილობა: | 1 შტამპიანი (Bedi Kartlisa) ფურცელი. ტექსტი – ხელნაწერი, ქართულ ენაზე. წერილი გაგზავნილია პარიზიდან. მოხსენიებული პირები: ჟღენტი, ჭირაქაძე, ზალდასტანიშვილები, შალიკაშვილი, გიორგი კერესელიძე, დათა ვაჩნაძე, რაჟდენ არსენიძე, ილია კუჭუხიძე, ვალოდია ცხომელიძე, ჩუბინიძე, გამყრელიძე, ნინო სალია. |
მფლობელი: | საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა |
შესულია კოლექციებში: | დავით საღირაშვილის არქივი |
ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი | აღწერილობა | ზომა | ფორმატი | |
---|---|---|---|---|
23.4(56)_recto.jpg | რექტო | 231.93 kB | JPEG | ნახვა / გახსნა |
23.4(56)_verso.jpg | ვერსო | 575.88 kB | JPEG | ნახვა / გახსნა |
საავტორო უფლება