ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/41652
სათაური: ალექსანდრე (საშა) ჭავჭავაძე, ნადია სუხოდოლსკაია
საკვანძო სიტყვები: ჯგუფური
ჭავჭავაძე, ალექსანდრე მამუკას (მაკარის) ძე (1868-?)
სუხოდოლსკაია, ნადია
ჭავჭავაძეები
რეზიუმე: ალექსანდრე (საშა) მამუკას ძე ჭავჭავაძე (1868-?). - შორეული ნაოსნობის კაპიტანი; ბათუმში დააარსა მეზღვაურთა სკოლა (იხ. ნ. შვანგირაძე «თამარ ჭავჭავაძე», თბ. 1973, გვ. 11); «დაიღუპა ბათუმიდან ჰამბურგს მიმავალი ნავთით დატვირთული გემი «ბლესკი». გადარჩა გემის ოცდათორმეტი მოხელე და ცნობილი მეზღვაური, კაპიტნის თანაშემწე, თავადი ალექსანდრე მამუკას ძე ჭავჭავაძე» (იხ. «ცნობის ფურცელი», 1896, ¹47, 5 დეკემბერი, გვ. 3); ალექსანდრე მამუკას ძე სან-ფრანცისკოში შეხვდა დეკანოზ პავლე ჩუდეცკის მკვლელს, კატორღიდან გაქცეულ იოსებ ლაღიაშვილს (იხ. იპ. ვართაგავა, მოგონებები, წიგნი 2, 1962, გვ.381-382). «დააპატიმრეს მუდამ ბედნავსი მეზღვაური საშა ჭავჭავაძე. მას თურქებთან ურთიერთობაში ისეთივე ბრალი მიუძღოდა, როგორც მე ჩინელებთან. საშა ჭავჭავაძე არასოდეს ეთანხმებოდა მმართველ წრეებს საზღვაო უწყების წარმართვისას. ამას არც ფარავდა. ნ. რამიშვილს მისი განთავისუფლება ვთხოვე; ვარწმუნებდი, მას თურქებთან არანაირი კავშირი არა აქვს-მეთქი. იგი გაათავისუფლეს (იხ. გიორგი კვინიტაძე, მოგონებები, საქართველოს დამოუკიდებლობის წლები 1917-1921, წ. 2, თბ.; 1999, გვ. 128). ნადია სუხოდოლსკაია – ალექსანდრე ჭავჭავაძის მეუღლე
აღწერილობა: მარცხნიდან სხედან: ალექსანდრე ჭავჭავაძე, ნადია სუხოდოლსკაია
მფლობელი: დავით ჭავჭავაძე
შესულია კოლექციებში:ეროვნული ფოტომატიანე

ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი აღწერილობა ზომაფორმატი 
Davit_Chavchavadze-139.jpgრექტო317.43 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა
Davit_Chavchavadze-140.jpgვერსო174.83 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა


საავტორო უფლება