ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი:
https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/41665
სათაური: | მამუკა ჭავჭავაძე, პრასკოვია შატიხინა–ჭავჭავაძე, ნადია სუხოდოლსკაია |
საკვანძო სიტყვები: | ჯგუფური ჭავჭავაძე, მამუკა (მაკარ) რამაზის (რომანის) ძე (1836-1916) შახიტინა, პრასკოვია ნიკოლოზის ასული (1841-1912) სუხოდოლსკაია, ნადია |
გამოცემის თარიღი: | 2-Jun-2014 |
რეზიუმე: | მიხეილ (მამუკა) ჭავჭავაძე - მონაწილეობდა რუსეთ-იაპონიის ომში (1904-1905 წწ.) მანჯურიის არმიის შემადგენლობაში, შემდგომ - პირველ მსოფლიო ომში. რამდენჯერმე იყო დაჭრილი. დაჯილდოებულია: წმ. სტანისლავის მე-3 და მე-2, წმ. ანას მე-4, მე-3 და მე-2, წმ. ვლადიმერის მე-4 ხარისხების ორდენებითა და მრავალი მედლით. მამუკა (მაკარ) ჭავჭავაძე - მონაწილეობდა დუნაისპირეთის სათავადოებში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში თურქების წინააღმდეგ (1853-1854 წწ.-ში); 1855 წლიდან - სევასტოპოლის დაცვაშია. 1860 წლიდან, სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის შემდეგ, მუშაობდა სხვადასხვა სამოქალაქო დაწესებულებებში. სამსახურიდან გადადგა “დეისტვიტელნი სტატსკი სოვეტნიკის” წოდებით. დაჯილდოებულია: წმ. ვლადიმერის მე-4 ხარისხის, წმ. ანას მე-3 ხარისხის, წმ. სტანისლავის მე-3 და მე-2 ხარისხების, ლომისა და მზის სპარსული მე-2 ხარისხის ორდენებით და ასევე მედლებით. პრასკოვია ნიკოლოზის ასული შატიხინა–ჭავჭავაძე - პოეტი, მთარგმნელი. გ. ლეონიძის სახ. ლიტ. მუზეუმში დაცულია პრასკოვია შატიხინა-ჭავჭავაძის 1903 წლით დათარიღებული ლექსი (ხ-7251) რუსულ ენაზე მიძღვნილი ილია ჭავჭავაძისადმი. |
აღწერილობა: | მარჯვნიდან: მამუკა ჭავჭავაძე, შახიტინა პრასკოვია, ნადია სუხოდოლსკაია |
მფლობელი: | დავით ჭავჭავაძე |
შესულია კოლექციებში: | ეროვნული ფოტომატიანე |
ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი | აღწერილობა | ზომა | ფორმატი | |
---|---|---|---|---|
Davit_Chavchavadze-17.jpg | რექტო | 209.94 kB | JPEG | ![]() ნახვა / გახსნა |
Davit_Chavchavadze-18.jpg | ვერსო | 285.5 kB | JPEG | ![]() ნახვა / გახსნა |
საავტორო უფლება