ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი:
https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/426741
სათაური: | ძველი ქუთაისი. თეთრი ხიდი |
სხვა სათაური: | ღია ბარათები ქუთაისზე |
საკვანძო სიტყვები: | ღია ბარათი ძველი ქუთაისი OLD KUTAISI თეთრი ხისი White Bridge |
გამოცემის თარიღი: | 2011 |
რეზიუმე: | თეთრი ხიდი - მდებარეობს ქუთაისის ცენტრალურ ნაწილში, ქალაქის ძველ უბანში, მდინარე რიონზე. იგი ქუთაისის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ხიდია, მისი მშენებლობა 1850 წელს დაიწყო, ხოლო დამთავრდა 1852 წელს, პროექტის ავტორი იყო სამხედრო ინჟინერი ვიტე. 1860 წელს იგი ჩაინგრა და 1870 წლისათვის მოხერხდა ხიდის აღდგენითი პროექტის შედგენა. ხიდის ლითონის ნაწილები, ისევე როგორც მოაჯირი, თეთრად შეღებეს და ახლად აღდგენილ ხიდს „თეთრი ხიდი“ უწოდეს. დღესდღეობით იგი საფეხმავლო ხიდს წარმოადგენს. მდინარის თეთრი ქვები ხიდის სითეთრეს კარგად შეხამებია. ეს ადგილი ოდითგან ქუთაისელ შეყვარებულთა პაემნის, შეხვედრის ადგილი გახლავთ. ყმაწვილთ ეწადათ შეყვარებულთათვის ვაჟკაცობის დამტკიცება, რასაც ხიდის საკმაო სიმაღლიდან მდინარეში ხტომით გამოხატავდნენ, ჭაბუკის სიმკვირცხლე მოაჯირიდან ხტომით იზომებოდა. ლეგენდის მსგავსი ამბავიც არსებობს: რეჟისორ კოტე მარჯანიშვილს თეთრ ხიდზე სეირნობისას უხილავს გასროლილი ისარივით მომართული ყმაწვილი როგორ დაეშვა ხიდიდან მდინარეში. ეს იყო ბედნიერი შეხვედრა რეჟისორ კოტე მარჯანიშვილისა და მომავალი დიდი მსახიობის გიორგი შავგულიძისა. |
აღწერილობა: | ნაკრებში არის 15 ღია ბარათი. |
მფლობელი: | ლოლიტა ჭოლაძე |
შესულია კოლექციებში: | ქალაქ ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკა |
ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი | აღწერილობა | ზომა | ფორმატი | |
---|---|---|---|---|
KUTAISI 00012 b.jpg | ვერსო | 8.35 kB | JPEG | ნახვა / გახსნა |
KUTAISI 00012 a.jpg | რექტო | 163.9 kB | JPEG | ნახვა / გახსნა |
საავტორო უფლება