Please use this identifier to cite or link to this item:
https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/427201
Title: | უცნობი - Неизвестная |
Other Titles: | ნახატები ღია ბარათზე |
Authors: | КРАМСКОЙ, И. Н. |
Keywords: | ღია საფოსტო ბარათი ღია ბარათი უცნობი ქალი უცნობი Неизвестная ბარათი |
Issue Date: | 1976 |
Publisher: | Издательство «Изобразительное искусство», Москва |
Abstract: | ალბათ ყველას გაქვთ ნანახი მხატვარ ივან კრამსკოის ,,უცნობი ქალი”. ზოგიერთ თქვენგანს მისი რეპროდუქცია შეიძლება ახლაც კი ჰქონდეს სახლში. ვინ იყო რუსი პერედვიჟნიკი მხატვრის ივან კრამსკოის მუზა? ამაზე რამოდენიმე ვერსია არსებობს - მე კი მინდა მოგიყვეთ ძალიან საინტერესო და განსაკუთრებით ქართველებისთვის მნიშვნელოვან ვერსიაზე. ამ ვერსიის თანახმად, სურათზე გამოსახული ქალი - ქართველი თავადის ბაადურ თურქესტანიშვილის შვილიშვილი - ბარბალეა, რომლის მამაც ვახტანგ მეექვსეს რუსეთში გაჰყვა. მეფის გარდაცვალების შემდეგ კი იმპერატორის კარზე დარჩა. თავადის ქალი კი ფრეილინა გახდა. რუსეთში ქართველ ბარბალეს მოფერებით ვარია შეარქვეს. მალევე ვარია იმპერატორ ნიკოლზ პირველს თავდავიწყებით შეუყვარდა და ამ სიყვარულის ნიშნად მას ძვირადღირებული კამეაც აჩუქა. კამეაზე თვითონ ვარია იყო გამოსახული და ეწერა: „ის, ვინც მე ავირჩიე და ის ვინც მე ამირჩია“. მეფის სიყვარული ორმხრივი აღმოჩნდა თუმცა… ბარბარე თურქესტანიშვილის ისტორია ტრაგიკულად წარიმართა. მან იმპერატორს გოგონა გაუჩინდა, შემდეგ კი საყვარლის სტატუსით შეურაცყოფილმა თავი მოიკლა. მათი შვილი იმპერატორმა აღიარა და იგი საიმპერატორო გენიალოგიაშიც კი შეყვანილია. რაც შეეხება ნახატს ,,უცნობი ქალი”. ივან კრამსკოის ნახატი ამ ისტორიიდან გაცილებით გვიან შეიქმნა. მაშინ ბარბალე თურქესტანიშვილი წლების გარდაცვლილი იყო. ერთერთი ვერსიით მხატვარმა ,,უცნობი ქალის” პორტრეტი სწორედ კამეადან დახატა და, რა თქმა უნდა, წარმოსახვითი დეტალებიც მიამატა. ივან კრამკოიმ სიცოცხლეში არ გაამხილა ვინ იყო ნახატზე გამოსახული. მან ეს საიდუმლო საფლავში ჩაიტანა. საქართველოში თურქესტანიშვილები საკმაოდ იშვიათი გვარია. ბარბალე თურქესტანიშვილის შტოს ბოლო წარმომადგენელი ქალბატონი ნინო თურქესტანიშვილი თბილისში ცხოვრობს. ის ადასტურებს, რომ რუსმა მხატვარმა ტილოზე სწორედ მისი წინაპარი გამოსახა. ამ ვერსიაზე მხოლოდ ქართველები არ საუბრობენ. რუსმა მწერელმა იგორ ობოლენსკიმ გამოსცა წიგნი, რომლის ყდაც სწორედ ,,უცნობი ქალის” პორტრეტითაა გაფორმებული. რუსი მწერალი მრავალ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ტრეტაკოვის გალერეაში დაცულ ნახატს არა ,,უცნობი ქალი” არამედ ბარბალე თურქესტანიშვილის პორტრეტი” უნდა ერქვას. |
Description: | რაც შეეხებათ რუსეთში ვახტანგ მეექვსესთან ერთად წასულ თურქესტანიშვილებს ისინი აღარ ქართველობენ. მათ გვარიც კი შეცვლილი აქვთ და ახლა თურქესტანოვები არიან. |
Owner: | ლოლიტა ჭოლაძე |
Appears in Collections: | ქალაქ ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკა |
Files in This Item:
File | Description | Size | Format | |
---|---|---|---|---|
BARATI 0250 b.jpg | ვერსო | 48.53 kB | JPEG | View/Open |
BARATI 0250 a.jpg | რექტო | 117.09 kB | JPEG | View/Open |
Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.