ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი:
https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/42855
სათაური: | არსენ პეტრეს ძე მამაიაშვილი |
საკვანძო სიტყვები: | პორტრეტი მამაიაშვილი, არსენ პეტრეს ძე (1910-1937) რეპრესირებული |
რეზიუმე: | არსენ მამაიაშვილი - ალკკ წევრი; გაირიცხა 1937 წ., როგორც კონტრრევოლუციონერი. დაპატიმრებამდე - სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი და საქართველოს ალკკ ცკ-ს პროპაგანდის ინსტრუქტორი. ბრალად დაედო რომ იყო კ/რ ჯაშუშურ-ტერორისტული მავნებლური ორგანიზაციის აქტიური წევრი სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც გადაიბირა 1937 წლის მარტში სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილმა რექტორმა, აწ უკვე გასამართლებულმა ხალხის მტერმა, კონტრრევოლუციური ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, კ. შ. ორაგველიძემ. ბრალდებულ ა.პ. მამაიაშვილისთვის ცნობილი იყო კ/რ ორგანიზაციის მითითებები საბჭოთა მთავრობის და სკკპ(ბ) ხელმძღვანელების წინააღმდეგ ტერორის გამოყენების, მავნებლური საქმიანობის ჩატარებისა და საბჭოთა სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლის სხვა მეთოდების შესახებ. იბირებდა კ/რ ორგანიზაციაში ახალ წევრებს, აცნობდა ამ მითითებებს და აბამდა მათ აქტიურ კ/რ საქმიანობაში. უკმაყოფილების გამოწვევის მიზნით ატარებდა ანტისაბჭოთა და ანტიპარტიულ აგიტაციას. სასჯელის ზომა დახვრეტა, პირადი ქონების კონფისკაციით |
მფლობელი: | ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი |
შესულია კოლექციებში: | ეროვნული ფოტომატიანე |
ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი | აღწერილობა | ზომა | ფორმატი | |
---|---|---|---|---|
mamaiaSvili_arsena_petres Ze_1.jpg | 95.36 kB | JPEG | ნახვა / გახსნა |
საავტორო უფლება