ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/431088
სათაური: პაატა მილორავა და ლაშა იმედაშვილი
სხვა სათაური: დალი ბასილაძე-მილორავას საოჯახო ალბომიდან
საკვანძო სიტყვები: ჯგუფური ფოტო
მილორავა, პაატა ლევანის ძე (1959-2014)
იმედაშვილი, პაატა
სიძე-პატარძალი
ხელისმოწერა
მეჯვარეები
მაყრიონი
თაიგული
რეჟისორი
სცენარისტი
მწერალი
გამოცემის თარიღი: 2023
რეზიუმე: პაატა მოლორავა დაიბადა 1959 წლის 27 ივნისს, თბილისში, მწერალ ლევან მილორავას ოჯახში. 1982 წელს დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილოს სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი და 1990 წელს კიევის ივ. კარპენკო-კარის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტი კინოსა და ტელევიზიის რეჟისორის სპეციალობით.საკუთარი სცენარებით გადაღებული აქვს მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმები: ,,იქ, ჩვენთან“, ,,წინა დღეს“; სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმები: ,,ვირთხა“, ,,ჯერ შეიცადეთ!..“ ფილმ ,,ვირთხა“-ს პრიზები: 1992 წელს - კიევის საერთაშორისო ახალგაზრდულ კინოფესტივალზე ,,ოქროს არწივი“, პრიზი საუკეთესო რეჟისორული დებიუტისთვის; 1993 წელს - ქალაქ ლუნდის საერთაშორისო კინოფესტივალზე პრიზი - საუკეთესო ახალგაზრდა რეჟისორს; 1994 წელს - ქალაქ ბრისტოლის საერთაშორისო კინოფესტივალზე - საუკეთესო ფილმისთვის. 2006 წლიდან გარდაცვალებამდე მოღვაწეობდა ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში, სადაც დადგა წარმატებული სპექტაკლები: ,,კეთილშობილი მორიელი ბა“, ,,სიკვდილისთვის განწირული ათეული“, ,,გოდოს მოლოდინში“. ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას ქუთაისის ჰუმანიტარულ და სამართლის ინსტიტუტსა და საჯარო სკოლაში. იყო ტელეკომპანია ,,რიონის“ საავტორო გადაცემა ,,ტაიმი“-ს ავტორი, რეჟისორი და თანაწამყვანი. საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის შემოქმედებითი გაერთიანება ,,მამული“-ს სამხატვრო ხელმძღვანელი, რეჟისორი. კინოსტუდია ,,ქართული ფილმი“-ს სასცენარო- სარეჟისორო საბჭოს წევრი. იყო ილია ჭავჭავაძის საზოგადოების გამგეობის წევრი. მონაწილეობდა სამაჩაბლოს კონფლიქტსა და აფხაზეთის ომში. პაატა მილორავა 2014 წლის 24 მაისს, 54 წლის ასაკში ქუთაისში გარდაიცვალა.
აღწერილობა: მარცხნიდან პირველი: პაატა მილორავა მეჯვარეა თანაკურსელის, მეგობრის ლაშა იმედაშვილის ქორწილში. ფოტოს გადაღების ზუსტი თარიღი და ადგილი უცნობია.
მფლობელი: დალი ბასილაძე-მილორავა
შესულია კოლექციებში:ქალაქ ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკა

ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი აღწერილობა ზომაფორმატი 
P. Milorava 0037.jpgრექტო82.5 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა


საავტორო უფლება