Please use this identifier to cite or link to this item:
https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/433723
Title: | მარსიანი, ცირა ყურაშვილი, გივი ტყეშელაშვილი, გიზო თავაძე, თამაზ გუგეშაშვილი და დათო ბუაძე |
Other Titles: | ცირა ყურაშვილის საოჯახო ფოტო-ალბომიდან |
Keywords: | ჯგუფური ფოტო ბენიძე, გია (მარსიანი) (1953) ყურაშვილი, ცირა ელგუჯას ასული (1962) ტყეშელაშვილი, გივი ნოდარის ძე (1959-2011) თავაძე, გიზო (1959) გუგეშაშვილი, თამაზი ბუაძე, დავითი (დათო) (1961) ,,მარსიანი" მწერალი მხატვარი პუბლიცისტი ფილოლოგი პოეტი "ადრეული" |
Issue Date: | 1985 |
Abstract: | გია ბენიძე (22.12.1953 წ. სოფელი ხომული, წყალტუბოს რაიონი) - მწერალი, მხატვარი, პუბლიცისტი, ფილოლოგი. დაამთავრა ქ. ქუთაისის ალ. წულუკიძის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტი 1980 წელს. მულტიმედია-არტისტი, პროფესიონალი მწერალი, პუბლიცისტი, ესეისტი, პოეტი-პროზაიკოსი, მხატვარი-გრაფიკოსი, მუშაობს სიურეალიზმში. ლიტერატურული კრიტიკოსი, თვითნასწავლი მუსიკოსი, 30 წლის ასაკიდან ზეპირად თხზავს მუსიკალურ კომპოზიციებს ნაირგვარ სტილში: ლირიკული მელოდიები, როკ-მუსიკა, საგალობლები. ამჟამად მუშაობს კულტურულ ურთიერთობათა ცენტრ "კავკასიურ სახლ"-ში ჟურნალ "ალტერნატივა"-ს რედაქტორის მოადგილედ. ცირა ყურაშვილი – ქართველი მწერალი და პოეტი. დაიბადა 1962 წლის 1 მაისს ბაღდათში. არის ავტორი შემდეგი წიგნების: რომანის " უკან არ მიიხედო", ნოველების კრებულის "ჟამსა თამაშობისას" წერილების და ესეების კრებული ვინ გაიტანს თეფშებს" და ლექსების კრებული "სამოთხის სარკმელი". გივი ტყეშელაშვილი – (1959 – 2011), ფსევდონიმი – ადრეული. პოეტი, მწერალი, ისტორიკოსი. დაიბადა სოფელ ბზვანში (ვანი). დაასრულა ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი. მუშაობდა ნ. ბერძენიშვილის სახელობის ქუთაისის ეთნოგრაფიული მუზეუმის ფონდების მცველად. ლექსების პირველი წიგნი – „ციცინათელების კარავი“ – გამოაქვეყნა 1985 წელს. ავტორია ლექსთა კრებულისა „მეტალირიკა“ (2009), ასევე ნაშრომების: „სხვიტორიდან მთაწმინდამდე“, „გელათის საგანძური“, რომან-ქრონიკის – „ყაჩაღი დვალიშვილები“. გიზო თავაძე (13.07.1959) – ისტორიკოსი, მწერალი, პოეტი. ქუთაისის ილია ჭავჭავაძის საზოგადოების ხელმძღვანელი (1987-1994), საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოების იმერეთის სადროშოს თვმჯდომარე (1990-2000), ქუთაისის თვითმმართველი მერიის კულტურის, სპორტის, ძეგლთა დაცვის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი (2009-2011), ქუთისის მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკის დირექტორი (2011-დღემდე). |
Description: | მარცხნიდან: გია ბენიძე (მარსიანი), ცირა ყურაშვილი, გივი ბენიძე, უცნობი, გიზო თავაძე, თამაზ გუგეშაშვილი, დათო ბუაძე. ქუთაისიდან ფეხით სათაფლიაზე. |
Owner: | ცირა ყურაშვილი |
Appears in Collections: | ქალაქ ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკა |
Files in This Item:
File | Description | Size | Format | |
---|---|---|---|---|
c. kurashvili 0004.jpg | 90.8 kB | JPEG | View/Open |
Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.