Please use this identifier to cite or link to this item: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/433736
Title: კიმოთე წოწკოლაური იტალიელ პატრიზანებთან ერთად
Keywords: წოწკოლაური, კიმოთე დავითის ძე (1920-2005)
Issue Date: 2017
Abstract: კიმოთე დავითის ძე წოწკოლაური - დაიბადა 1920 წლის 20 მაისს, დუშეთის რაიონის სოფელ ხეობაში. საშუალო განათლება მიიღო თიანეთის სოფელ ტუშურებში. 1939 წელს დუშეთის რაიონის სამხედრო კომისარიატმა გაიწვია სამხედრო სავალდებულო სამსახურში, 1941 წელს სამამელო ომმა მოუსწრო და იბრძოდა უკრაინაში, ქ.ტაგანროკში, აგრეთვე მელიტოპოლსა და მარიოპოლში, სადაც ჩავარდა ტყვედ და მოხვდა გერმანიის საკონცენტრაციო ბანაკში. 1944 წელს გაიქცა და იტალიის მთებში შეურთდა იტალიელ პარტიზანებს, ერთი წლის განმავლობაში მონაწილეობდა ბრძოლებში გროსეტოს პროვინციაში (ტოსკანას ოლქი). ომის დამთავრების შემდეგ დაოჯახდა. 1951 წლის 29 დეკემბერს, როგორც ტყვედ ნამყოფი, ოჯახთან ერთად გადასახლებულ იქნა სამხრეთ ყაზახეთის ოლქში, სამი წლით. დაბრუნების შემდგომ ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას. ომის პერიოდში მიღებული ჰქონდა 12 მედალი და ორდენი. 1970 წლიდან იტალიელი პარტიზანების მოკითხვისა და მიმოწერის შედეგად, საქართველოში ჩამოდიოდნენ პარტიზანთა საბჭოს წევრები, იტალიის კომუნისტური პარტიის ორგანოს გაზეთმა „უნიტამ“ სტატიები მიუძღვნა ქართველი მებრძოლის პარტიზანულ ბრძოლებში მიღწეულ წარმატებებს. კიმოთე წოწკოლაურის ფსევდონიმებით მოიხსენიებდნენ „მასიმო“ანუ „ქარნერა“, „გრანდე პარტიზანო“. ერნანდო გასტრონემ (იტალიის პარტიზანთა საბჭოს თავმჯდომარე) ჩამოუტანა ჯუზეპე გარიბალდის მეორე ხარისხის მედალი. წლების განმავლობაში გრძელდებოდა ქართველ და იტალიელ პარტიზანთა ურთიერთობა.
Owner: დავით წოწკოლაური
Appears in Collections:ეროვნული ფოტომატიანე

Files in This Item:
File Description SizeFormat 
Kimote_Tsotskolauri (8).jpg252.69 kBJPEGThumbnail
View/Open


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.