Please use this identifier to cite or link to this item: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/433784
Title: ჯემალ ინჯია, გიზო თავაძე და გიორგი ხორბალაძე
Other Titles: გიზო თავაძის ფოტო-ალბომიდან
Keywords: ჯგუფური ფოტო
თავაძე, გიზო (1959)
ინჯია, ჯემალი (1937)
ხორბალაძე, გიორგი (1981)
პოეტი
მწერალი
მთარგმნელი
Issue Date: 1-Aug-2020
Abstract: გიზო თავაძე (13.07.1959) – ისტორიკოსი, მწერალი, პოეტი. ქუთაისის ილია ჭავჭავაძის საზოგადოების ხელმძღვანელი (1987-1994), საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოების იმერეთის სადროშოს თვმჯდომარე (1990-2000), ქუთაისის თვითმმართველი მერიის კულტურის, სპორტის, ძეგლთა დაცვის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი (2009-2011), ქუთისის მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკის დირექტორი (2011-დღემდე). ჯემალ ინჯია − (1937), მწერალი, პოეტი, მთარგმნელი. დაიბადა გორში. დაამთავრა გორის ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტი, ფილოლოგიის ფაკულტეტი. სხვადასხვა დროს მუშაობდა გორის კულტურის საქალაქო განყოფილების გამგედ, გაზეთ „გამარჯვების” განყოფილების გამგედ, შიდა ქართლში საქინფორმის საკუთარ კორესპონდენტად, გორის განათლების მუზეუმის დირექტორად, გაზეთების „ქართლისა” და „ლიტერატურული გორის”, ჟურნალ „ქართლის” მთავარ რედაქტორად. 1981 წლიდან ხელმძღვანელობს მწერალთა კავშირის გორის ორგანიზაციას. პირველი ლექსი გამოაქვეყნა 1955 წელს ალმანახ „ლიახვში”. გამოცემული აქვს კრებულები: „ლიახვმა თქვა”, „კალენდარი”, „ლირიკული დღიური”, „სილუეტი”, „ლირიკა”, „თავთავები”, „ნამუსის ქუდი”, „ასი ლექსი სიყვარულზე”, „დავიწყებული ვალსები”, „სონეტების გვირგვინი”, „ასი ლექსი”, „რჩეული”. ეწევა აქტიურ მთარგმნელობით საქმიანობასაც, თარგმნილი აქვს ლუის დე კამოენსის, ბლოკის, მაიაკოვსკის, ესენინის, ლუკონინის, ტიხონოვის, მარშაკის, ასაევის პოეზიის ცალკეული ნიმუშები. გიორგი ხორბალაძე – (1981), ქართველი პოეტი. დაიბადა ქარელში. დაამთავრა ქარელის მე-2 საშუალო სკოლა. 2004 წელს დაამთავრა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 2013 წელს დაამთავრა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტურა; 2010 წელს მუშაობდა გორის №3 საჯარო სკოლის დირექტორის თანამდებობაზე. 2010-2011 წლებში იყო გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი. 2011 წელიდან დღემდე, გიორგი ხორბალაძე გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელია. ამავდროულად, არის გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი. არის 2 პოეტური კრებულისა და ოცამდე სამეცნიერო სტატიის ავტორი. ლექსების პირველი კრებული – „მთვლემარე განთიადი“ (2003); მეორე კრებული – „წვიმის სურათი“ (2007). მისი ლექსები შეტანილია უახლესი ქართული პოეზიის ანთოლოგიაში.
Description: მარცხნიდან: ჯემალ ინჯია, გიზო თავაძე და გიორგი ხორბალაძე.
Owner: გიზო თავაძე
Appears in Collections:ქალაქ ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკა

Files in This Item:
File Description SizeFormat 
G.Tavadze 0048.jpgრექტო134.28 kBJPEGThumbnail
View/Open


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.