Please use this identifier to cite or link to this item: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/438480
Title: სასკოლო ექსკურსია სათაფლიის კარსტულ მღვიმეებში
Other Titles: სკოლა და სკოლის მოგონებები
Keywords: ჯგუფური ფოტო
ჭელიძე, ნაირა (ნარი) კუკურის ასული (1978)
ექსკურსია
ამხანაგები
Issue Date: 12-Sep-1987
Abstract: სათაფლიის სახელმწიფო ნაკრძალი — სახელმწიფო ნაკრძალი საქართველოში. მდებარეობს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფლების გუმბრას, ბანოჯასა და ხომულის ტერიტორიაზე, სათაფლიის მთაზე, ზღვის დონიდან 500 მ. დაარსდა 1935 წელს. ფართობი 330 ჰა. ნაკრძალი კომპლექსური ხასიათისაა და შეიცავს გეოლოგიურ, პალეონტოლოგიურ, სპელეოლოგიურ, ზოოლოგიურ და ბოტანიკურ ძეგლებს. რელიეფი მთაგორიანია. ტერიტორიის 95% დაფარულია რელიქტური კოლხური ტიპის ტყით, რომელსაც ქმნის წიფელი, წაბლი, რცხილა, თელა, ბზა, ძელქვა, მურყანი, ცაცხვი, მუხა, პანტა, მაჟალო და სხვა. ქვეტყე ქმნის გაუვალ რაყას. ბევრია ლიანებიც. ძუძუმწოვრებიდან აქ გავრცელებულია ტურა, კვერნა, მაჩვი, მელა, კურდღელი, ციყვი. იშვიათად შემოდის შველი, ბევრია ფრინველი. ნაკრძალის ტერიტორია მდიდარია კარსტრული მღვიმეებით. აქვე აღმოჩენილია მტაცებელი და ბალახიჭამია დინოზავრების 200-მდე ნაკვალევი, რომლებიც მერგელოვან კირქვებზეა აღბეჭდილი. ნაკრძალში არის ბიოსპელეოლოგიური მუზეუმი.
Description: ქუთაისის მე-12 საშუალო სკოლის III კლასის ექსკურსია სათაფლიის სახელმწიფო ნაკრძალში. ფოტო გადაღებულია მესამე კლასში ყოფნის დროს.
Owner: ნაირა (ნარი) ჭელიძე
Appears in Collections:ქალაქ ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკა

Files in This Item:
File Description SizeFormat 
N. Chelidze 065.jpgრექტო129.44 kBJPEGThumbnail
View/Open


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.