Please use this identifier to cite or link to this item:
https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/44470
Title: | ივანე რომანის ძე გულბანი |
Keywords: | პორტრეტი გულბანი, ივანე რომანის ძე (1894-1937) რეპრესირებული |
Abstract: | ივანე გულბანი - წარსულში სოციალ-ფედერალისტი; საკავშირო კპ(ბ) წევრი 1926 წლიდან. დაპატიმრებამდე - მანგლისის სოფსაბჭოს თავმჯდომარე. ბრალად დაედო, რომ იყო აქტიური წევრი მემარჯვენეთა კ/რ ტერორისტული, დივერსიულ-მავნებლური ორგანიზაციისა, რომლის მიზანსაც წარმოადგენდა საბჭოთა ხელისუფლების დამხობა და კაპიტალიზმის დამყარება ინდივიდუალური ტერორის განხორციელების გზით საკავშირო კპ(ბ)-სა და საბჭოთა ხელისუფლების ხელმძღვანელთა წინააღმდეგ. ეწეოდა ძირგამომთხრელ საქმიანობას სოფლის მეურნეობის დარგში. ბრალდებული ი. რ. გულბანი კ/რ ორგანიზაციაში გადაიბირა 1936 წ. აწ უკვე ნასამართლევმა ხალხის მტრერმა შ. ი. ნამგალაძემ და შემდგომ კ/რ საქმიანობით დაკავშირებული იყო მემარჯვენეთა კ/რ ცენტრის ყოფილ წევრთან, შ. მათიკაშვილთან. ბრალდებული ი. რ გულბანი დაპატიმრების მომენტამდე 18.08.1937 წ. ეწეოდა აქტიურ კ/რ საქმიანობას საქართველოს მიწათმოქმედების სახალხო კომისარიატის მიწათმოწყობის სამმართველოს სისტემაში, ხოლო მანგლისის სოფლის საბჭოს თავმჯდომარედ მუშაობის პერიოდში კ/რ ორგანიზაციაში პირადად იბირებდა ახალ წევრებს, ეწეოდა ძირგამომთხრელ მავნებლურ საქმიანობას მიწათმოწყობის ჩაშლის, კოლმეურნეობების დანგრევის და საკოლმეურნეო მშენებლობის დისკრედიტაციის მიზნით. ბრალდებული ი. რ. გულბანი იყო კ/რ ორგანიზაციის ტერორისტული გეგმების საქმის კურსში, რაც მიზნად ისახავდა ტერორისტული აქტების განხორციელებას საკავშირიო კპ(ბ)-სა და საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ. მიესაჯა დახვრეტა, პირადი ქონების კონფისკაციით |
Owner: | ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი |
Appears in Collections: | ეროვნული ფოტომატიანე |
Files in This Item:
File | Description | Size | Format | |
---|---|---|---|---|
gulbani_ivane_romanis Ze_1.jpg | 73.71 kB | JPEG | ![]() View/Open |
Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.