Please use this identifier to cite or link to this item: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/446460
Title: Марійський духовний центр в с. Зарваниця / მარიამის სულიერი ცენტრი სოფელ ზარვანიციაში
Other Titles: უკრაინის ისტორია ღია ბარათებზე
დასავიწყებლად გამეტებული ბარათები
Authors: Балюх, Василь
Keywords: საფოსტო ბარათი
ბარათი
Прочанину на згадку про Зарваницю...
გამოსამშვიდობებელი ზარვანიცას ხსოვნას
Марійський духовний центр в с. Зарваниця
მარიამის სულიერი ცენტრი სოფელ ზარვანიციაში
წმინდა იოანე ნათლისმცემლის მონასტერი
სოფელ ზარვანიცა
უკრაინა
Abstract: უკრაინის სოფელ ზარვანიცას წმინდა იოანე ნათლისმცემლის მონასტერი დაარსდა 1922 წელს მიტროპოლიტ ანდრეის (შეპტიცკის) ძალისხმევით. ეს მონასტერი სოფლის სამხრეთ-დასავლეთით ბორცვზე მდებარეობდა. პირველი იღუმენი იყო კლიმენტი შეპტიცკი, ხოლო აბატი იყო ფრ. ნიკონ ციუსნიაკი. ბერები აღმზრდელობით საქმიანობას ეწეოდნენ გლეხებში, მონასტრის ბიბლიოთეკაში მრავალი წიგნი ინახებოდა, რომლითაც მსურველს შეეძლო ესარგებლა. მას შემდეგ, რაც დასავლეთ უკრაინა სსრკ-ში შევიდა, მონასტერი დაიხურა და ბერები დაარბიეს. მეორე მსოფლიო ომის დროს ბერები დაბრუნდნენ და აღადგინეს მონასტრის შენობა და ეკლესია. 1944 წელს საბჭოთა კომუნისტურმა რეჟიმმა საბოლოოდ გაანადგურა მონასტერი, ამავე დროს დაინგრა მონასტრის ეკლესია. საბჭოთა ხელისუფლებამ მონასტრის ტერიტორიაზე კოლმეურნეობა შექმნა. თუმცა, ზარვანიციაში მოღვაწეობა არ შეუწყვეტია მიწისქვეშა მონასტერს, რომელიც 1986 წლამდე არსებობდა. მათ დამალეს ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი. 1993 წლის 11 ივლისს, სამკურნალო წყაროდან ახლოს, მთაზე, მაშინდელი იღუმენის ძალისხმევით აშენდა მონასტერის და ღვთისმშობლის შობის მშვენიერი ხის ტაძარი. 2009 წლის 23 ივნისიდან მონასტერში ინახება პრატულინის მოწამეთა ნაწილები. მეფის არმიის მიერ სოფელ პრატულინში 1874 წელს დახვრეტილ იქნა 13 ბერძენი კათოლიკე, რუსულ მართლმადიდებლობაზე იძულებით მოქცევაზე უარის თქმის გამო.
Description: ბარათი ნაპოვნია "მაკულიტერატურას" გადასამუშავებელ მასალაში. ბარათის გამოცემის თარიღი უცნობია.
Owner: ლოლიტა ჭოლაძე {მაკულატურა)
Appears in Collections:ქალაქ ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკა

Files in This Item:
File Description SizeFormat 
BARATI 0304 b.jpgვერსო121.4 kBJPEGThumbnail
View/Open
BARATI 0304 a.jpgრექტო102.97 kBJPEGThumbnail
View/Open


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.