ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/446463
სათაური: მისალოცი ბარათი
სხვა სათაური: დასავიწყებლად გამეტებული ბარათები
ავტორები: Анисонян, Р.
საკვანძო სიტყვები: ღია საფოსტო ბარათი
მისალოცი ბარათი
გამოცემის თარიღი: 1983
გამომცემელი: Министерство связи СССР
რეზიუმე: ცნობილია, რომ თანამედროვე მისალოცი ბარათების ანალოგიურ ბარათებს, ჩინელები, ჯერ კიდევ, ათასი წლის წინ იყენებდნენ. თავდაპირველად, ბარათებზე, რომელიც საჩუქარს ერთვოდა, მხოლოდ სტუმრის სახელი ეწერა. მაგრამ, იმ შემთხვევაში, თუ მასპინძელი შინ არ იყო, მასზე მისალოც ტექსტს წერდნენ და საჩუქარს ისე ტოვებდნენ. საინტერესო ის არის, რომ ამ ბარათებზე დაწერილი ტექსტი არ განსხვავდებოდა ტექსტისგან, რომელსაც ჩვენ ანალოგიურ სიტუაციებში ვწერთ და ყველაზე ხშირად, ბედნიერებას, ჯანმრთელობას, დღეგრძელობას და კეთილდღეობას უსურვებდნენ ერთმანეთს. XVIII საუკუნის შუა წლებში, პარიზში გამოჩნდა სავიზიტო ბარათები, რომლებიც, შობის წინა დღეს, ფოსტის კურიერებს მიჰქონდათ ადრესატებამდე. ასეთი სახით, სავიზიტო ბარათის პატრონები. პატივისცემას გამოხატავდნენ და დამდეგ დღესასწაულს ულოცავდნენ ნაცნობ-მეგობრებს. ხოლო, ღია ბარათების სამშობლოდ, ინგლისი ითვლება. სწორედ იქ გამოჩნდა 1843 წ. პირველი კომერციული საშობაო ბარათები. . . . . . .
აღწერილობა: საბჭოთა პერიოდში, ჩვენთანაც იყო ერთმანეთისთვის ღია ბარათების ჩუქების ტრადიცია. ეს ბარათები განსაკუთრებული პოპულარობით სკოლის მოსწავლეებს შორის სარგებლობდა და შესაძლებელია, დღესაც ბევრს ჰქონდეს სამახსოვროდ შემონახული. სამწუხაროა, რომ მსგავსი ტრადიცია დღეს აღარ არსებობს და დღესასწაულებს ერთმანეთს მხოლოდ ელ. ფოსტით და სოც. ქსელების მეშვეობით ვულოცავთ.
მფლობელი: ლოლიტა ჭოლაძე
შესულია კოლექციებში:ქალაქ ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკა

ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი აღწერილობა ზომაფორმატი 
BARATI 0294 b.jpgვერსო105.63 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა
BARATI 0294 a.jpgრექტო198.29 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა


საავტორო უფლება