ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/446844
სათაური: Поздравляю дорогую бабушку! = გილოცავ ძვირფასო ბებია!
სხვა სათაური: დასავიწყებლად გამეტებული ბარათები
ავტორები: Зарубин, В.
საკვანძო სიტყვები: ღია საფოსტო ბარათი
საფოსტო ბარათი
ღია ბარათი
ბარათი
გილოცავ ძვირფასო ბებია!
Поздравляю дорогую бабушку!
გამოცემის თარიღი: 1982
გამომცემელი: Министерство связи СССР
რეზიუმე: ცნობილია, რომ თანამედროვე მისალოცი ბარათების ანალოგიურ ბარათებს, ჩინელები, ჯერ კიდევ, ათასი წლის წინ იყენებდნენ. თავდაპირველად, ბარათებზე, რომელიც საჩუქარს ერთვოდა, მხოლოდ სტუმრის სახელი ეწერა. მაგრამ, იმ შემთხვევაში, თუ მასპინძელი შინ არ იყო, მასზე მისალოც ტექსტს წერდნენ და საჩუქარს ისე ტოვებდნენ. საინტერესო ის არის, რომ ამ ბარათებზე დაწერილი ტექსტი არ განსხვავდებოდა ტექსტისგან, რომელსაც ჩვენ ანალოგიურ სიტუაციებში ვწერთ და ყველაზე ხშირად, ბედნიერებას, ჯანმრთელობას, დღეგრძელობას და კეთილდღეობას უსურვებდნენ ერთმანეთს. XVIII საუკუნის შუა წლებში, პარიზში გამოჩნდა სავიზიტო ბარათები, რომლებიც, შობის წინა დღეს, ფოსტის კურიერებს მიჰქონდათ ადრესატებამდე. ასეთი სახით, სავიზიტო ბარათის პატრონები. პატივისცემას გამოხატავდნენ და დამდეგ დღესასწაულს ულოცავდნენ ნაცნობ-მეგობრებს. ხოლო, ღია ბარათების სამშობლოდ, ინგლისი ითვლება. სწორედ იქ გამოჩნდა 1843 წ. პირველი კომერციული საშობაო ბარათები. . . . . . . რაც შეეხება საფოსტო ღია ბარათებს, რომლის გაგზავნა კონვერტის გარეშე შეიძლებოდა, გერმანელებმა გამოიგონეს. ამ ბარათების პირველი ტირაჟი, ვენის საფოსტო განყოფილებებში, 1869 წ. გამოჩნდა და მალევე მოიპოვა პოპულარობა, როგორც ევროპაში, ისე სხვა კონტინენტებზე.
აღწერილობა: საბჭოთა პერიოდში, ჩვენთანაც იყო ერთმანეთისთვის ღია ბარათების ჩუქების ტრადიცია. ეს ბარათები განსაკუთრებული პოპულარობით სკოლის მოსწავლეებს შორის სარგებლობდა და შესაძლებელია, დღესაც ბევრს ჰქონდეს სამახსოვროდ შემონახული. სამწუხაროა, რომ მსგავსი ტრადიცია დღეს აღარ არსებობს და დღესასწაულებს ერთმანეთს მხოლოდ ელ. ფოსტით და სოც. ქსელების მეშვეობით ვულოცავთ.
მფლობელი: ლოლიტა ჭოლაძე {მაკულატურა)
შესულია კოლექციებში:ქალაქ ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკა

ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი აღწერილობა ზომაფორმატი 
BARATI 0295 b.jpgვერსო81.6 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა
BARATI 0295 a.jpgრექტო102.82 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა


საავტორო უფლება