Please use this identifier to cite or link to this item: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/44727
Title: მიხეილ ზაქარიას ძე გულისაშვილი
Keywords: პორტრეტი
გულისაშვილი, მიხეილ ზაქარიას ძე (1893-1937)
რეპრესირებული
Abstract: მიხეილ გულისაშვილი - დაპატიმრებამდე - საქ. მიწათმოქმედების სახალხო კომისარიატის აგრონომი. ბრალად დაედო,რომ იყო აქტიური წევრი მემარჯვენეთა კ/რ ტერორისტული, დივერსიული მეამბოხე ორგანიზაციისა, რომლის მიზანსაც წარმოადგენდა საბჭოთა ხელისუფლების დამხობა და კაპიტალიზმის რესტავრაცია საკავშირო კპ(ბ)-ის და საბჭოთა ხელისუფლების ხელმძღვანელთა წინააღმდეგ. ამზადებდა ტერაქტებს და დივერსიულ-მავნებლურ აქტებს სახალხო მეურნეობის დარგში და ამბოხებას ხელისუფლების ძალისმიერი გზით ხელში ჩაგდების მიზნით. კ/რ ორგანიზაციაში გადაიბირა 1932 წელს აწ უკვე გასამართლებულმა ხალხის მტერმა ს. კუხალეიშვილმა, რომელიც ხელმძღვანელობდა კ/რ ორგანიზაციას საქართველოს საბჭოთა მეურნეობების ტრესტში. ამ უკანასკნელის დავალებით, კ/რ ორგანიზაციაში შესვლის დღიდან მის დამატიმრებამდე 15/VII-1937 ბრალდებული მ.ზ. გულისაშვილი ეწეოდა კ/რ საქმიანობას, იბირებდა ახალ წევრებს კ/რ ორგანიზაციაში, ითრევდა მათ კ/რ ძირგამომთხრელ საქმიანობაში, პირადად იღებდა მონაწილეობას მავნებლურ საქმიანობაში მეცხოველეობისა და მემინდვრეობის დარგში პირუტყვის სულადობის და მოსავლის რაოდენობის შემცირების მიზნით და იყო ამბოხების მომზადების საქმის კურსში. მიესაჯა დახვრეტა, პირადი ქონების კონფისკაციით
Owner: ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი
Appears in Collections:ეროვნული ფოტომატიანე

Files in This Item:
File Description SizeFormat 
gulisaSvili_mixeili_zaqarias Ze_1.jpg100.63 kBJPEGThumbnail
View/Open


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.