ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/466034
სათაური: ბათუმი. ზღვისპირა პარკის ერთი კუთხე
სხვა სათაური: საქართველოს კურორტები
ავტორები: საქდესის ფოტოქრონიკა
საკვანძო სიტყვები: საქართველოს კურორტი
ქალაქი ბათუმი
კურორტი ბათუმი
ბათუმი
ზღვისპირა პარკი
რეზიუმე: ქ. ბათუმი, ზღვისპირა პარკის ტერიტორია - კოლონადა ზღვისპირა პარკიკოლონადა ზღვისპირა პარკის შუა ნაწილში, ქალაქიდან ზღვისაკენ მიმავალ ხეივანში 1934 წელს აშენდა კოლონადა, რომელიც პარადულ გასასვლელს წარმოადგენს. ის შედგება პასაჟის ორ მხარეს სიმეტრიულად განლაგებული ორი ერთნაირი ფრთისაგან. თითოეული ფრთა გეგმით გაფართოებული ასო U-ს მოხაზულობისაა და მოიცავს 12 გლუვ (უკანელიურებო) სვეტს, რომლებსაც მაღალი კორინთული კაპიტელები აბოლოებს. სვეტები ერთმანეთთან კლასიკურად აგებული ანტაბლემენტით არის დაკავშირებული. სვეტებიცა და ანტაბლემენტიც შელესილია და ქათქათა თეთრ ფერად არის შეღებილი.კოლონადა აღმართულია ბალუსტრადით მოფარგლულ შემაღლებულ ბაქანზე, რომლისკენაც პასაჟის ორივე მხრიდან ოთხი საფეხური ადის. მის კუთხეებში დგას შედარებით მომცრო სანათურებიანი სვეტები. ბაქანზე დაგებულია ხელოვნური მოზაიკის მოთეთრო-რუხი და ღვინისფერი ფილები, რომელთა შორის ჩართულია თარიღის აღმნიშვნელი წარწერაც. კოლონადა საბაღე-საპარკე არქიტექტურაში სტალინური კლასიციზმის დამახასიათებელი ნიმუშია.
აღწერილობა: ნაკრები "საქართველოს კურორტები" 25 ფოტო. ფურცელი 3, გამოცემის წელი უცნობია.
მფლობელი: ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკა
შესულია კოლექციებში:ქალაქ ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკა

ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი აღწერილობა ზომაფორმატი 
Geo.press 0026.jpgრექტო107.15 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა


საავტორო უფლება