ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/466116
სათაური: კურორტი ციხისძირი, აჭარა
სხვა სათაური: საქართველოს კურორტები
ავტორები: საქდესის ფოტოქრონიკა
საკვანძო სიტყვები: საქართველოს კურორტი
კურორტი ციხისძირი
ციხისძირი
დედათა და ბავშვთა დასასვენებელი სახლი
დასასვენებელი სახლი "მეცნიერება"
ქობულეთის მუნიციპალიტეტი
აჭარის არ
რეზიუმე: კურორტი ციხისძირი მდებარეობს ბათუმის ჩრდილოეთით, მისგან 17 კმ-ის დაშორებით. ის გაშენებულია ზღვის დონიდან 60-90 მ-ის სიმაღლეზე. ციხისძირის ჰავის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ ის ზღვისა და მთის ჰაერის ნარევს წარმოადგენს. აქ ზაფხულობით უფრო გრილა, ზამთარში კი უფრო თბილა, ვიდრე ბათუმსა და მახინჯაურში. ციხისძირის ტერიტორია უძველესი დროიდან იყო დასახლებული. ის დასავლეთ საქართველოს, კერძოდ ეგრისის სამეფოს ისტორიული ციხე-ქალაქია ხელსაყრელი სამხედრო და ეკონომიკური მდებარეობის გამო. აქ, ჯერ კიდევ VI საუკუნეში, ბიზანტიის იმპერატორმა იუსტინიანემ ქალაქი გააშენა, რომელსაც პეტრა ეწოდებოდა. ქალაქის ტერიტორიაზე გადიოდა ვიწრო ზღვისპირა გზა, რომელიც დასავლეთ საქართველოს ბიზანტიასთან, ირანთან და სომხეთთან აკავშირებდა. ციხისძირის მწვანით შემოსილ ფერდობებზე, მის ულამაზეს ბაღებსა და პარკებში, განლაგებულია დასასვენებელი სახლები, რესტორნები და კაფე-ბარები. პლიაჟები კეთილმოწყობილია, ხოლო ზღვაზე ფუნქციონირებს სასეირნო სატრანსპორტო საშუალებებიც.
აღწერილობა: ნაკრები "საქართველოს კურორტები" 25 ფოტო. ფურცელი 7, გამოცემის წელი უცნობია.
მფლობელი: ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკა
შესულია კოლექციებში:ქალაქ ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკა

ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი აღწერილობა ზომაფორმატი 
Geo.press 0029.jpgრექტო108.17 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა


საავტორო უფლება