ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/466678
სათაური: კურორტ აბასთუმნის პანორამა
სხვა სათაური: საქართველოს კურორტები
ავტორები: საქდესის ფოტოქრონიკა
საკვანძო სიტყვები: საქართველოს კურორტი
აბასთუმანი
დაბა აბასთუმანი
კურორტი აბასთუმანი
სამცხე-ჯავახეთის მხარე
გამომცემელი: საქდესი
რეზიუმე: დაბა აბასთუმანი ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სამთობალნეოლოგიური კურორტია. საქართველოს ეს ულამაზესი კურორტი აჭარა-იმერეთის უღელტეხილის ერთ-ერთ ნაწილში, მარადმწვანე ხეობაში მდებარეობს. იგი განლაგებულია მესხეთის ქედის სამხრეთითა და ფერსათის მთის აღმოსავლეთით (ზ.დ. 1275-1340 მ.) სიმაღლეზე. აბასთუმანი თბილისიდან დაშორებულია 260 კმ-ით. აქ გადის ზეკარის გადასასვლელით იმერეთთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზა. აბასთუმნიდან საირმე ზეკარის უღელტეხილით 90 კმ-ითაა დაშორებული. კურორტ აბასთუმანთან არის ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის უკიდურესი დასავლეთი შესასვლელი და საგუშაგო. ზეკარის უღელტეხილიც ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ფარგლებშია მოქცეული. აბასთუმანი ზომიერად მშრალი კურორტების რიცხვს მიეკუთვნება. ხეობის თითქმის ვერტიკალურად აზრდილი ფერდობები დაფარულია წიწვოვანი ტყით, რომელშიც ფიჭვი დომინირებს, რომელიც ყვავილობის დროს უებარი სამკურნალო საშუალებაა ფილტვებით ავადმყოფი ადამიანისთვის. აბასთუმნის თერმული წყლების სამკურნალო თვისებებიც საყოველთაოდაა აღირებული.
აღწერილობა: ნაკრები "საქართველოს კურორტები" 25 ფოტო. ფურცელი 18, გამოცემის წელი უცნობია.
მფლობელი: ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკა
შესულია კოლექციებში:ქალაქ ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკა

ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი აღწერილობა ზომაფორმატი 
Geo.press 0040.jpgრექტო130.17 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა


საავტორო უფლება