ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/487980
სათაური: ქუთაისის კვებითი ბანაკ "აღმოსავლეთის" პიონერები სტუმრად პოეტ ანდრია სინაურთან
სხვა სათაური: ანდრია სინაურის საოჯახო ალბომიდან
ავტორები: ანჯაფარიძე, მ. ი.
საკვანძო სიტყვები: ჯგუფური ფოტო
სინაური, ანდრია ივანეს ძე (1896-1976)
პოეტი
ქუთაისის კვებითი ბანაკი "აღმოსავლეთი"
პიონერები
პიონერის ყელსახვევი
მოსწავლეები
მოსწავლის ფორმა
ბაფთა
აბდუშელიშვილი, ნადია
გამოცემის თარიღი: 27-Jun-1972
რეზიუმე: ანდრია სინაური (ნამდვილი გვარი ანდრო ივანეს ძე სინაურიძე) (17.11.1896-8.12.1976) – პოეტი, საზოგადო მოღვაწე. დაიბადა ქუთაისის მაზრის სოფელ ინაშაურში (ამჟამინდელი ვანის მუნიციპალიტეტი). 1905 წლიდან სწავლობდა ქუთაისის რეალურ სასწავლებელში, შემდეგ კერძო გიმნაზიაში, 1912 წლიდან ხელმოკლეობის გამო მოუხდა საწავლებლის დატოვება. 1913 წლიდან სწავლობდა კრონშტადტის სამხედრო-საზღვაოსნო იუნგთა სკოლაში, სადაც როგორც სამხედრო სკოლა, მოსწავლეები თავისუფალი იყვნენ გადასახადებისგან. 1915 წელს იმპერიალისტური ომის დაწყებისთანავე სკოლა დაიხურა, ანდრია გადაიყვანეს მოქმედ არმიაში... 1921 წელს საქართველოში საბჭოთა ხელისუფლე-ბის დამყარებისას წითელი არმიის ოფიცერი გახდა. ხელმძღვანელობდა ჯარის კულტურულ-საგანმანათლებლო სამსახურს. მაგრამ თავი იჩინა სამოქალაქო ომში მიღებულმა ტრამვებმა, ჩაეკირა სახსრები, მკურნელობა ამაო აღმოჩნდა, 1925 წლის მაისიდან ანდრია სინაური ინვალიდის ეტლს მიეჯაჭვა. ავადმყოფობის პერიოდში სინაური აქტიუარად ჩაება ლიტერატურაში, იგი ავტორია მრავალი პოეტური კრებულისა, სისტემატიურად ქვეყნდებოდა მისი პოემები, ლექსები და სტატიები ჟურნალ-გაზეთებში. მისი შემოქმედების უმთავრესი თემებია: სამშობლო, ჩვენი ქვეყნის გმირული წარსული და თანამედროვეობა. განსაკუთრე-ბულ ყურადღებას იპყრობს სამამულო ომის ფრონტზე გმირულად დაღუპული ერთადერთი შვილისადმი მიძღვნილი ლექსები. მისი პოეზია გამოირჩევა შინაგანი სიმტკიცით და მებრძოლი პათოსით. ჯერ ინვალიდის ეტლში, სიცოცხლის ბოლო წლებში, კი სარეცელს მიჯაჭვულმა 55 წელი გაატარა. გარდაიცვალა 1976 წელს 80 წლის ასაკში, დაკრძალულია ქუთაისში, მწვანეყვავი-ლას მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში. მთელი საკუთარი ქონება გადასცა სახელმწიფოს მომავალი თაობების განვითარებისთვის. მის სახლში მოქმედებს მისივე სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის ლიტერატურული სახლი. დაჯილდოებულია 2 მედლით მამაცური შრომისთვის და საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისგან საპატიო სიგელით. იყო რესპუბლიკური მნიშვნელობის პერსონალური პერსიონერი.
აღწერილობა: ფოტო გადაღებულია ანდრია სინაურის სახლში. ფოტოზე სტუმრად მყოფი პიონერების ვინაობა უცნობია.
მფლობელი: ქუთაისის ანდრია სინაურის სახელობის ლიტერატურული სახლი
შესულია კოლექციებში:ქალაქ ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკა

ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი აღწერილობა ზომაფორმატი 
A.Sinauri 0023.jpgრექტო135.91 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა


საავტორო უფლება