ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/493404
სათაური: ქაქუცა ჩოლოყაშვილი და ალექსანდრე სულხანიშვილი
საკვანძო სიტყვები: ჯგუფური
ჩოლოყაშვილი, ქაიხოსრო (ქაქუცა) (1888-1930)
სულხანიშვილი, ალექსანდრე (საშა) კონსტანტინეს ძე (1896-1990)
ქართველები უცხოეთში
ქართველი ემიგრანტები
ქართველი პოლიტიკური ემიგრანტები
ქართველი სამხედრო მოღვაწეები
შეფიცულები
1982 წლის აგვისტოს აჯანტება
შეფიცულთა რაზმი
ეროვნული გმირი
რეზიუმე: ფოტოზე მარცხნიდან დგანან: ქაიხოსრო (ქაქუცა) ჩოლოყაშვილი - ქართველი ემიგრანტი, სამხედრო მოღვაწე. საქართველოს ეროვნული გმირი. 1922-1924 წლებში ხელმძღვანელობდა პარტიზანულ ბრძოლას საბჭოთა ოკუპაციის წინააღმდეგ. 1918 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ მონაწილეობდა ქართული კავალერიის ჩამოყალიბებაში. მსახურობდა სახალხო გვარდიის ცხენოსან დივიზიონში, სადაც მეთაურობდა დივიზიონის პირველ ესკადრონს.1920 წლის ზაფხულიდან მსახურობდა ბათუმის ოლქის გენერალ-გუბერნატორ ბენიამინ ჩხიკვიშვილთან განსაკუთრებულ მინდობილობათა ოფიცრად. რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომის დასაწყისში, დასავლეთ საქართველოში ჩამოაყალიბა ცხენოსანი ნაწილი, რომელსაც თავად ჩაუდგა სათავეში. 1922 წლის 12 მარტს ჩოლოყაშვილი თავის თანამოაზრეებთან ერთად ქიზიყიდან ტყეში გაიჭრა და პარტიზანულ ბრძოლას შეუდგა. იყო ,,შეფიცულთა რაზმის“ წევრი; მეორე: ალექსანდრე (საშა) კონსტანტინეს ძე სულხანიშვილი - ქართველი სამხედრო პირი, პოლიტიკური ემიგრანტი, მემუარისტი, ქაქუცა ჩოლოყაშვილის „შეფიცულთა რაზმის“ წევრი, მონაწილეობდა ანტისაბჭოთა პარტიზანულ მოძრაობაში და 1924 წლის აგვისტოს აჯანყებაში. საქართველოს დაუბრუნა ქაქუცა ჩოლოყაშვილის ხმალ–სატევარი და მისივე ეროვნული დროშა (ამჟამად დაცულია სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში).
აღწერილობა: გურამ შარაძის სახელობის ემიგრაციის მუზეუმი. გივი კობახიძის არქივი
მფლობელი: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა
შესულია კოლექციებში:დეპოზიტარიუმი

ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი აღწერილობა ზომაფორმატი 
Givi_Kobakhidze_(14335).jpg216.75 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა


საავტორო უფლება