ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/495116
სათაური: ჯანრი კაშია
საკვანძო სიტყვები: პორტრეტი
კაშია, ჯანრი (1939-2012)
ქართველი ფილოსოფოსი
სალომე ზურაბიშვილის მეუღლე
ქართველი მწერალი
ქართველი ჟურნალისტი
ქართველი საზოგადო მოღვაწე
ქართველი ისტორიკოსი
რეზიუმე: ჯანრი კაშია - ქართველი ფილოსოფოსი, მწერალი, ისტორიკოსი, პუბლიცისტი, ჟურნალისტი, ტელეწამყვანი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს მე-5 პრეზიდენტის - სალომე ზურაბიშვილის მეუღლე (1993 წლიდან გარდაცვალებამდე). იყო თბილისის ბავშვთა სამხატვრო გალერეის (ბავშვთა შემოქმედების მუზეუმი) თანადამაარსებელი და პირველი დირექტორი, 1983-1984 წწ. რადიო „თავისუფლების" (მიუნხენი) ჟურნალისტი, შემდგომ ქართული რედაქციის უფროსი და მთავარი რედაქტორი. 1983 წლიდან – ქართულ-ევროპული ინსტიტუტის (საქართველოს, კავკასიისა და ევრაზიის ცივილიზაციის კვლევის ცენტრი), დამაარსებელი და დირექტორი. 1984 წლიდან ამავე ინსტიტუტის ჟურნალ „ივერიის" გამომცემელი და მთავარი რედაქტორი, ილია ჭავჭავაძის სახელობის პრემიის დამაარსებელი. 1984 წელს, ასევე, მოღვაწეობდა ამერიკის შეერთებულ შტატებში დალავერისა და ჯორჯთაუნის უნივერსიტეტებში. 1992 წლიდან თანამშრომლობას იწყებს საქართველოში „ქრისტიანულ-დემოკრატიული" მიმართულების პოლიტიკურ წრეებთან. იგი აირჩიეს „ქრისტიანულ - დემოკრატიული" კავშირის საპატიო თავმჯდომარედ.
აღწერილობა: გურამ შარაძის სახელობის ემიგრაციის მუზეუმი. გივი კობახიძის არქივი
მფლობელი: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა
შესულია კოლექციებში:დეპოზიტარიუმი

ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი აღწერილობა ზომაფორმატი 
Givi_Kobakhidze_(1229).jpg87.67 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა


საავტორო უფლება