ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/49902
სათაური: დღეობა ქალაქ გორში ივანე გივის ძე ამილახვართან
საკვანძო სიტყვები: ჯგუფური ფოტო
გორი
ამილახვრები
ამილახვარი, ივანე გივის ძე (1829-1905)
ერისთავი, ეკატერინე (ელისაბედ) რევაზის ასული (1867-1942)
ერისთავი, ანასტასია (ანა) ესტატეს ასული (1844-1920)
ერისთავი, ანასტასია რევაზის ასული (1862-1942)
ერისთავი-ამილახვარი, ანა (ანეტა) ალექსანდრეს ასული (1848-1934)
ამილახვარი, ნინო ივანეს ასული (1873-1933)
ამილახვარი, გივი ივანეს ძე (1874-1943)
ამილახვარი, მართა ივანეს ასული (1875-1937)
ამილახვარი, კონსტანტინე ივანეს ძე (1877-1924)
ამილახვარი, ნინო მიხეილის ასული (1880-1918)
ერისთავები
რეზიუმე: ივანე ამილახვარი - რუსეთის არმიის კავალერიის გენერალი (1896). 1850-იდან მსახურობდა ჩრდილოეთ კავკასიაში ნიჟეგოროდის დრაგუნთა პოლკში. 1853-იდან იბრძოდა შამილის წინააღმდეგ. ყირიმის ომის (1853-1856) დროს - კავკასიის ფრონტზე ოსმალეთის წინააღმდეგ მონაწილეობდა სოფ. ბაინდურის, ბაშკადიკლარის და ყარსის ბრძოლებში. 1873 მიიღო გენერალ-მაიორის ჩინი. ამილახვარმა განსაკუთრებით გამოიჩინა თავი რუსეთ-ოსმალეთის ომში (1877-1878). მისმა ცხენოსანმა დივიზიამ აიღო ბაიაზეთი, დიადინი, ალაშკერტი, ჰასან-კალე, არზრუმი და სხვა. 1883 წელს ამილახვარმა მიიღო გენერალ-ლეიტენანტის ჩინი, ხოლო 1901 გენერალ-ადიუტანტის საპატიო წოდება. 1893-იდან იყო კავკასიის საარმიო კორპუსის მეთაური. გამოქვეყნებული აქვს დღიურები და მოგონებები. ეს მონათხრობი შეიცავს საინტერესო ცნობებს ეპოქისა და იმ ბრძოლების ირგვლივ, რომლებშიც ამილახვარს მიუღია მონაწილეობა. მასში უხვადაა საგულისხმო მასალა ამილახვარის თანამებრძოლების - გრიგოლ, ზაქარია, ილია ორბელიანების, კ.მამაცაშვილის, მალაქია გურიელის და სხვათა, აგრეთვე შამილის შესახებ. ამილახვარი დაჯილდოებული იყო ოქროს ხმლით „მამაცობისათვის“ და მრგვალი საბრძოლო ორდენითა და მედლით. გივი ივანეს ძე ამილახვარი - გენერალ-მაიორი.
აღწერილობა: მარცხნიდან ხიდზე სხედან: ელისაბედ ერისთავი (ვახტანგ ბარათაშვილის მეუღლე), ანასტასია ესტატეს ასული ერისთავი (მიხაკო ამილახვარის მეუღლე), ანასტასია რევაზის ასული ერისთავი, ელისაბედ ერისთავი (დიმიტრი ამილავრის მეუღლე), ანა ალექსანდრეს ასული ერისთავი (ივანე გივის ძე ამილახვრის მეუღლე). ნავში სხედან: ნინო, მართა, კოტე და გივი ამილახვრები (გენერალ ივანე გივის ძე ამილახვრისა და ანა (ანეტა)ალექსანდრეს ასული ამილახვარის შვილები), ნინო მიხეილის ასული ამილახვარი (ანა (ტასო) და მიხაკო ამილახვრებისდ ასული). გადაღების თარიღი უცნობია
მფლობელი: ნინო ერისთავი
შესულია კოლექციებში:ეროვნული ფოტომატიანე

ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი აღწერილობა ზომაფორმატი 
eristavi_394.jpgრექტო98.1 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა
eristavi_395.jpgვერსო80.14 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა


საავტორო უფლება