ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/49931
სათაური: ივანე გივის ძე ამილახვარი ოჯახთან ერთად
საკვანძო სიტყვები: ჯგუფური ფოტო
ამილახვარი, ივანე გივის ძე (1829-1905)
ერისთავი, ანა (ანეტა) ალექსანდრეს ასული (1848-1934)
ამილახვარი, ნინო ივანეს ასული (1873-1933)
ამილახვარი, გივი ივანეს ძე (1874-1943)
ამილახვარი, მართა ივანეს ასული (1875-1937)
ამილახვარი, კონსტანტინე ივანეს ძე (1877-1924)
რეზიუმე: ივანე ამილახვარი - რუსეთის არმიის კავალერიის გენერალი (1896). 1850-იდან მსახურობდა ჩრდილოეთ კავკასიაში ნიჟეგოროდის დრაგუნთა პოლკში. 1853-იდან იბრძოდა შამილის წინააღმდეგ. ყირიმის ომის (1853-1856) დროს - კავკასიის ფრონტზე ოსმალეთის წინააღმდეგ მონაწილეობდა სოფ. ბაინდურის, ბაშკადიკლარის და ყარსის ბრძოლებში. 1873 მიიღო გენერალ-მაიორის ჩინი. ამილახვარმა განსაკუთრებით გამოიჩინა თავი რუსეთ-ოსმალეთის ომში (1877-1878). მისმა ცხენოსანმა დივიზიამ აიღო ბაიაზეთი, დიადინი, ალაშკერტი, ჰასან-კალე, არზრუმი და სხვა. 1883 წელს ამილახვარმა მიიღო გენერალ-ლეიტენანტის ჩინი, ხოლო 1901 გენერალ-ადიუტანტის საპატიო წოდება. 1893-იდან იყო კავკასიის საარმიო კორპუსის მეთაური. გამოქვეყნებული აქვს დღიურები და მოგონებები. ეს მონათხრობი შეიცავს საინტერესო ცნობებს ეპოქისა და იმ ბრძოლების ირგვლივ, რომლებშიც ამილახვარს მიუღია მონაწილეობა. მასში უხვადაა საგულისხმო მასალა ამილახვარის თანამებრძოლების - გრიგოლ, ზაქარია, ილია ორბელიანების, კ.მამაცაშვილის, მალაქია გურიელის და სხვათა, აგრეთვე შამილის შესახებ. ამილახვარი დაჯილდოებული იყო ოქროს ხმლით „მამაცობისათვის“ და მრგვალი საბრძოლო ორდენითა და მედლით.
აღწერილობა: გადაღების თარიღი უცნობია
მფლობელი: ნინო ერისთავი
შესულია კოლექციებში:ეროვნული ფოტომატიანე

ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი აღწერილობა ზომაფორმატი 
eristavi_403.jpgრექტო71.54 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა
eristavi_404.jpgვერსო55.36 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა


საავტორო უფლება