ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/50285
სათაური: სამსონ იმნაიშვილი
საკვანძო სიტყვები: პორტრეტი
იმნაიშვილი, სამსონ ევსევის ძე (1902-1938)
რეპრესირებული
რეზიუმე: სამსონ იმნაიშვილი - უკანასკნელი თანამდებობა - საქართველოს სამობილიზაციო ოლქის სამმართველოს ხელმძღვანელი. წოდება - პოლკის კომისარი. ბრალად დაედო, 1928 წლიდან იყო წევრი არალეგალური სამხედრო კონტრრევოლუციური ტროცკისტული ორგანიზაციისა, რომელსაც მიზნად ისახავდა საბჭოთა ხელისუფლების დამხობას, საქართველოს გამოყოფას სსრკ-ს შემადგენლობიდან, და ე.წ. საქართველოს "დამოუკიდებელი" ბურჟუაზიული "დემოკრატიული" სახელმწიფოს შექმნას, ერთ-ერთი ფაშისტური სახელმწიფოს პროტექტორატით. როგორც წევრი აღნიშნული ორგანიზაციისა, ს.ა. იმნაიშვილი ეწეოდა აქტიურ კონტრრევოლუციურ საქმიანობას, რომელიც მიმართული იყო სკპ(ბ) და საბჭოთა ხელმძღვანელობის დისკრედიტაციის, მუშათა და გლეხთა წითელი არმიის დასუსტებისაკენ. კონტრრევოლუციური საქმიანობით დაკავშირებული იყო რიგ კონტრრევოლუციონერ ტროცკისტებთან და იბირებდა ახალ წევრებს არალეგალურ კონტრრევოლუციურ ტროცკისტულ ორგანიზაციაში.მიესაჯა დახვრეტა, პირადი ქონების კონფისკაცია.
მფლობელი: ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი
შესულია კოლექციებში:ეროვნული ფოტომატიანე

ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი აღწერილობა ზომაფორმატი 
16848_imnaiSvili_samsoni_evses Ze_1.jpg124.05 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა


საავტორო უფლება