ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/503479
მეტამონაცემთა სრული ჩანაწერი
DC ველიმნიშვნელობაენა
dc.date.accessioned2024-06-26T11:07:25Z-
dc.date.available2024-06-26T11:07:25Z-
dc.date.issued1927-
dc.identifier.urihttps://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/503479-
dc.descriptionგურამ შარაძის კაბინეტიen_US
dc.description.abstractფოტოზე მარცხნიდან პირველი: მემედ აბაშიძე (მემედ-ბეგი) - ქართველი საზოგადო მოღვაწე, მწერალი, პუბლიცისტი. სანჯაყ-ბეგ აბაშიძეთა შთამომავალი. სტალინური რეპრესიების მსხვერპლი. ხელმძღვანელობდა ქართველ მუსლიმანთა საქველმოქმედო საზოგადოებას. 1918 წელს პროტესტით შეხვდა აჭარაში შემოსულ თურქებს, რისთვისაც დააპატიმრეს და ტრაპიზონის ციხეში ჩასვეს. საპატიმროდან გაიქცა, ჩამოვიდა თბილისში და სათავეში ჩაუდგა „სამუსლიმანო საქართველოს განმათავისუფლებელ კომიტეტს“. 1919 –1921 წლებში რედაქტორობდა გაზეთ „სამუსლიმანო საქართველოს“. მონაწილეობდა აჭარაში საბჭოთა ხელისუფლების დამყარებისათვის ბრძოლაში. იყო საოლქო რევკომის წევრი, მუშაობდა სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობაზე. ქართულად თარგმნა ომარ ხაიამის, ნამიქ ქემალის ნაწარმოებები. ავტორია რამდენიმე მოთხრობისა; მარცხნიდან მეორე: შალვა დადიანი - ქართველი მწერალი, დრამატურგი, მსახიობი, მთარგმნელი, თეატრის მოღვაწე; საქართველოს სახალხო არტისტი (1923). სკკპ-ის წევრი 1945 წლიდან; დადიანი არსებითად კომედიური ჟანრის ფუძემდებელია ქართულ საბჭოთა დრამატურგიაში. მის შემოქმედებაში მხილებულია საბჭოთა სახელმწიფო აპარატის ბიუროკრატიზმის, მლიქვნელობისა და თვალთმაქცობის გადმონაშთები. დადიანი ავტორია პირველი ისტორიული რომანისა ქართულ საბჭოთა ლიტერატურაში. დადიანს დაწერილი აქვს აგრეთვე მრავალი მოთხრობა, ნოველა, ლიტერატურულ-კრიტიკული და პუბლიცისტური წერილი; თარგმნა შექსპირის, შილერის, ბაირონის, ჰაუპტმანის, ჰოფმან-სტალის, ლ. ანდრეევისა და სხვათა პიესები. იგი წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა საქართველოს მსახიობთა კავშირს, იყო თეატრალური საზოგადოების თავმჯოდომარე (1950–1959). ქართული თეატრის სცენაზე 200-ზე მეტი როლი აქვს განსახიერებული. აღსანიშნავია მისი რეჟისორული მოღვაწეობაც. ფოტო გადაღებულია ბაქოში.en_US
dc.subjectჯგუფურიen_US
dc.subjectაბაშიძე, მემედ იბრაჰიმის ძე (1873-1937)en_US
dc.subjectმემედ-ბეგიen_US
dc.subjectქართველი საზოგადო მოღვაწეen_US
dc.subjectქართველი მწერალიen_US
dc.subjectქართველი პუბლიცისტიen_US
dc.subjectსტალინური რეპრესიების მსხვერპლიen_US
dc.subjectქართველ მუსლიმანთა საქველმოქმედო საზოგადოების ხელმძღვანელიen_US
dc.subjectდადიანი, შალვა ნიკოლოზის ძე (1874-1959)en_US
dc.subjectქართველი მწერალიen_US
dc.subjectქართველი დრამატურგიen_US
dc.subjectქართველი მსახიობიen_US
dc.subjectმთარგმნელიen_US
dc.subjectქართველები ბაქოშიen_US
dc.subjectსამუსლიმანო საქართველოს განმათავისუფლებელი კომიტეტის წევრი-
dc.titleმემედ აბაშიძე და შალვა დადიანიen_US
dc.typeImageen_US
dc.rights.holderსაქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკაen_US
შესულია კოლექციებში:დეპოზიტარიუმი

ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი აღწერილობა ზომაფორმატი 
2673.jpgრექტო83.51 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა
2674.jpgვერსო41.6 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა


საავტორო უფლება