Please use this identifier to cite or link to this item: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/503479
Title: მემედ აბაშიძე და შალვა დადიანი
Keywords: ჯგუფური
აბაშიძე, მემედ იბრაჰიმის ძე (1873-1937)
მემედ-ბეგი
ქართველი საზოგადო მოღვაწე
ქართველი მწერალი
ქართველი პუბლიცისტი
სტალინური რეპრესიების მსხვერპლი
ქართველ მუსლიმანთა საქველმოქმედო საზოგადოების ხელმძღვანელი
დადიანი, შალვა ნიკოლოზის ძე (1874-1959)
ქართველი მწერალი
ქართველი დრამატურგი
ქართველი მსახიობი
მთარგმნელი
ქართველები ბაქოში
სამუსლიმანო საქართველოს განმათავისუფლებელი კომიტეტის წევრი
Issue Date: 1927
Abstract: ფოტოზე მარცხნიდან პირველი: მემედ აბაშიძე (მემედ-ბეგი) - ქართველი საზოგადო მოღვაწე, მწერალი, პუბლიცისტი. სანჯაყ-ბეგ აბაშიძეთა შთამომავალი. სტალინური რეპრესიების მსხვერპლი. ხელმძღვანელობდა ქართველ მუსლიმანთა საქველმოქმედო საზოგადოებას. 1918 წელს პროტესტით შეხვდა აჭარაში შემოსულ თურქებს, რისთვისაც დააპატიმრეს და ტრაპიზონის ციხეში ჩასვეს. საპატიმროდან გაიქცა, ჩამოვიდა თბილისში და სათავეში ჩაუდგა „სამუსლიმანო საქართველოს განმათავისუფლებელ კომიტეტს“. 1919 –1921 წლებში რედაქტორობდა გაზეთ „სამუსლიმანო საქართველოს“. მონაწილეობდა აჭარაში საბჭოთა ხელისუფლების დამყარებისათვის ბრძოლაში. იყო საოლქო რევკომის წევრი, მუშაობდა სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობაზე. ქართულად თარგმნა ომარ ხაიამის, ნამიქ ქემალის ნაწარმოებები. ავტორია რამდენიმე მოთხრობისა; მარცხნიდან მეორე: შალვა დადიანი - ქართველი მწერალი, დრამატურგი, მსახიობი, მთარგმნელი, თეატრის მოღვაწე; საქართველოს სახალხო არტისტი (1923). სკკპ-ის წევრი 1945 წლიდან; დადიანი არსებითად კომედიური ჟანრის ფუძემდებელია ქართულ საბჭოთა დრამატურგიაში. მის შემოქმედებაში მხილებულია საბჭოთა სახელმწიფო აპარატის ბიუროკრატიზმის, მლიქვნელობისა და თვალთმაქცობის გადმონაშთები. დადიანი ავტორია პირველი ისტორიული რომანისა ქართულ საბჭოთა ლიტერატურაში. დადიანს დაწერილი აქვს აგრეთვე მრავალი მოთხრობა, ნოველა, ლიტერატურულ-კრიტიკული და პუბლიცისტური წერილი; თარგმნა შექსპირის, შილერის, ბაირონის, ჰაუპტმანის, ჰოფმან-სტალის, ლ. ანდრეევისა და სხვათა პიესები. იგი წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა საქართველოს მსახიობთა კავშირს, იყო თეატრალური საზოგადოების თავმჯოდომარე (1950–1959). ქართული თეატრის სცენაზე 200-ზე მეტი როლი აქვს განსახიერებული. აღსანიშნავია მისი რეჟისორული მოღვაწეობაც. ფოტო გადაღებულია ბაქოში.
Description: გურამ შარაძის კაბინეტი
Owner: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა
Appears in Collections:დეპოზიტარიუმი

Files in This Item:
File Description SizeFormat 
2673.jpgრექტო83.51 kBJPEGThumbnail
View/Open
2674.jpgვერსო41.6 kBJPEGThumbnail
View/Open


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.