ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/503684
მეტამონაცემთა სრული ჩანაწერი
DC ველიმნიშვნელობაენა
dc.date.accessioned2024-06-27T08:42:12Z-
dc.date.available2024-06-27T08:42:12Z-
dc.date.issued1936-
dc.identifier.urihttps://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/503684-
dc.descriptionგურამ შარაძის კაბინეტიen_US
dc.description.abstractფოტოზე მარცხნიდან სხედან: შალვა დადიანი (შუაში) - ქართველი მწერალი, დრამატურგი, მსახიობი, მთარგმნელი, თეატრის მოღვაწე; საქართველოს სახალხო არტისტი (1923). სკკპ-ის წევრი 1945 წლიდან; დადიანი არსებითად კომედიური ჟანრის ფუძემდებელია ქართულ საბჭოთა დრამატურგიაში. მის შემოქმედებაში მხილებულია საბჭოთა სახელმწიფო აპარატის ბიუროკრატიზმის, მლიქვნელობისა და თვალთმაქცობის გადმონაშთები. დადიანი ავტორია პირველი ისტორიული რომანისა ქართულ საბჭოთა ლიტერატურაში. დადიანს დაწერილი აქვს აგრეთვე მრავალი მოთხრობა, ნოველა, ლიტერატურულ-კრიტიკული და პუბლიცისტური წერილი; თარგმნა შექსპირის, შილერის, ბაირონის, ჰაუპტმანის, ჰოფმან-სტალის, ლ. ანდრეევისა და სხვათა პიესები. ქართული თეატრის სცენაზე 200-ზე მეტი როლი აქვს განსახიერებული. აღსანიშნავია მისი რეჟისორული მოღვაწეობაც; მარჯვნივ: პავლე საყვარელიძე - ქართველი პოლიტიკოსი, საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრი. პარტიული ფსევდონიმი — „დიდი პავლე“ (რათა განესხვავებინათ „პატარა პავლესგან“); დგანან: მემედ აბაშიძე (მემედ-ბეგი) - - ქართველი საზოგადო მოღვაწე, მწერალი, პუბლიცისტი. სანჯაყ-ბეგ აბაშიძეთა შთამომავალი. სტალინური რეპრესიების მსხვერპლი. ხელმძღვანელობდა ქართველ მუსლიმანთა საქველმოქმედო საზოგადოებას. 1918 წელს პროტესტით შეხვდა აჭარაში შემოსულ თურქებს, რისთვისაც დააპატიმრეს და ტრაპიზონის ციხეში ჩასვეს. საპატიმროდან გაიქცა, ჩამოვიდა თბილისში და სათავეში ჩაუდგა „სამუსლიმანო საქართველოს განმათავისუფლებელ კომიტეტს“. 1919 –1921 წლებში რედაქტორობდა გაზეთ „სამუსლიმანო საქართველოს“. მონაწილეობდა აჭარაში საბჭოთა ხელისუფლების დამყარებისათვის ბრძოლაში. იყო საოლქო რევკომის წევრი, მუშაობდა სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობაზე. ქართულად თარგმნა ომარ ხაიამის, ნამიქ ქემალის ნაწარმოებები. ავტორია რამდენიმე მოთხრობისა; ნიკოლო მიწიშვილი - - ქართველი პოეტი, „ცისფერყანწელთა“ წევრი. 1926-1928 წწ. სისტემატურად თანამშრომლობდა სიმბოლისტთა ბეჭვდით ორგანოებთან. ასევე რედაქტორობდა ჟურნალ "ქართულ მწერლობას", იყო ლიტფონდის ერთ-ერთი დამფუძნებელი და პირველი დირექტორი. ხელმძღვანელობდა სახელგამს. უკანასკნელ წლებში რედაქტორობდა "ზარია ვოსტოკას". 1937 წლის 2 ივნისს დააპატიმრეს, 13 ივლისს დახვრიტეს.en_US
dc.subjectჯგუფურიen_US
dc.subjectდადიანი, შალვა ნიკოლოზის ძე (1874-1959)en_US
dc.subjectქართველი მწერალიen_US
dc.subjectქართველი დრამატურგიen_US
dc.subjectქართველი მსახიობიen_US
dc.subjectმთარგმნელიen_US
dc.subjectსაყვარელიძე, პავლე (1882-1937)en_US
dc.subject,,დიდი პავლე"en_US
dc.subjectქართველი პოლიტიკოსიen_US
dc.subjectსაქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრიen_US
dc.subjectაბაშიძე, მემედ იბრაჰიმის ძე (1873-1937)en_US
dc.subjectმემედ-ბეგიen_US
dc.subjectქართველი საზოგადო მოღვაწეen_US
dc.subjectქართველი მწერალიen_US
dc.subjectპუბლიცისტიen_US
dc.subjectსტალინური რეპრესიების მსხვერპლიen_US
dc.subjectქართველ მუსლიმანთა საქველმოქმედო საზოგადოების ხელმძღვანელიen_US
dc.subjectსირბილაძე, ნიკოლოზ იოსების ძე (1896- 1937)en_US
dc.subjectმიწიშვილი, ნიკოლო (ფსევდონიმი)en_US
dc.subjectქართველი პოეტიen_US
dc.subject,,ცისფერყანწელთა" წევრიen_US
dc.subjectსტალინური რეპრესიების მსხვერპლიen_US
dc.titleშალვა დადიანი, პავლე საყვარელიძე, მემედ აბაშიძე და ნიკოლო მიწიშვილიen_US
dc.typeImageen_US
dc.rights.holderსაქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკაen_US
შესულია კოლექციებში:დეპოზიტარიუმი

ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი აღწერილობა ზომაფორმატი 
2662.jpgრექტო108.12 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა
2663.jpgვერსო81.28 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა


საავტორო უფლება