ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/503684
სათაური: შალვა დადიანი, პავლე საყვარელიძე, მემედ აბაშიძე და ნიკოლო მიწიშვილი
საკვანძო სიტყვები: ჯგუფური
დადიანი, შალვა ნიკოლოზის ძე (1874-1959)
ქართველი მწერალი
ქართველი დრამატურგი
ქართველი მსახიობი
მთარგმნელი
საყვარელიძე, პავლე (1882-1937)
,,დიდი პავლე"
ქართველი პოლიტიკოსი
საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრი
აბაშიძე, მემედ იბრაჰიმის ძე (1873-1937)
მემედ-ბეგი
ქართველი საზოგადო მოღვაწე
ქართველი მწერალი
პუბლიცისტი
სტალინური რეპრესიების მსხვერპლი
ქართველ მუსლიმანთა საქველმოქმედო საზოგადოების ხელმძღვანელი
სირბილაძე, ნიკოლოზ იოსების ძე (1896- 1937)
მიწიშვილი, ნიკოლო (ფსევდონიმი)
ქართველი პოეტი
,,ცისფერყანწელთა" წევრი
სტალინური რეპრესიების მსხვერპლი
გამოცემის თარიღი: 1936
რეზიუმე: ფოტოზე მარცხნიდან სხედან: შალვა დადიანი (შუაში) - ქართველი მწერალი, დრამატურგი, მსახიობი, მთარგმნელი, თეატრის მოღვაწე; საქართველოს სახალხო არტისტი (1923). სკკპ-ის წევრი 1945 წლიდან; დადიანი არსებითად კომედიური ჟანრის ფუძემდებელია ქართულ საბჭოთა დრამატურგიაში. მის შემოქმედებაში მხილებულია საბჭოთა სახელმწიფო აპარატის ბიუროკრატიზმის, მლიქვნელობისა და თვალთმაქცობის გადმონაშთები. დადიანი ავტორია პირველი ისტორიული რომანისა ქართულ საბჭოთა ლიტერატურაში. დადიანს დაწერილი აქვს აგრეთვე მრავალი მოთხრობა, ნოველა, ლიტერატურულ-კრიტიკული და პუბლიცისტური წერილი; თარგმნა შექსპირის, შილერის, ბაირონის, ჰაუპტმანის, ჰოფმან-სტალის, ლ. ანდრეევისა და სხვათა პიესები. ქართული თეატრის სცენაზე 200-ზე მეტი როლი აქვს განსახიერებული. აღსანიშნავია მისი რეჟისორული მოღვაწეობაც; მარჯვნივ: პავლე საყვარელიძე - ქართველი პოლიტიკოსი, საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრი. პარტიული ფსევდონიმი — „დიდი პავლე“ (რათა განესხვავებინათ „პატარა პავლესგან“); დგანან: მემედ აბაშიძე (მემედ-ბეგი) - - ქართველი საზოგადო მოღვაწე, მწერალი, პუბლიცისტი. სანჯაყ-ბეგ აბაშიძეთა შთამომავალი. სტალინური რეპრესიების მსხვერპლი. ხელმძღვანელობდა ქართველ მუსლიმანთა საქველმოქმედო საზოგადოებას. 1918 წელს პროტესტით შეხვდა აჭარაში შემოსულ თურქებს, რისთვისაც დააპატიმრეს და ტრაპიზონის ციხეში ჩასვეს. საპატიმროდან გაიქცა, ჩამოვიდა თბილისში და სათავეში ჩაუდგა „სამუსლიმანო საქართველოს განმათავისუფლებელ კომიტეტს“. 1919 –1921 წლებში რედაქტორობდა გაზეთ „სამუსლიმანო საქართველოს“. მონაწილეობდა აჭარაში საბჭოთა ხელისუფლების დამყარებისათვის ბრძოლაში. იყო საოლქო რევკომის წევრი, მუშაობდა სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობაზე. ქართულად თარგმნა ომარ ხაიამის, ნამიქ ქემალის ნაწარმოებები. ავტორია რამდენიმე მოთხრობისა; ნიკოლო მიწიშვილი - - ქართველი პოეტი, „ცისფერყანწელთა“ წევრი. 1926-1928 წწ. სისტემატურად თანამშრომლობდა სიმბოლისტთა ბეჭვდით ორგანოებთან. ასევე რედაქტორობდა ჟურნალ "ქართულ მწერლობას", იყო ლიტფონდის ერთ-ერთი დამფუძნებელი და პირველი დირექტორი. ხელმძღვანელობდა სახელგამს. უკანასკნელ წლებში რედაქტორობდა "ზარია ვოსტოკას". 1937 წლის 2 ივნისს დააპატიმრეს, 13 ივლისს დახვრიტეს.
აღწერილობა: გურამ შარაძის კაბინეტი
მფლობელი: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა
შესულია კოლექციებში:დეპოზიტარიუმი

ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი აღწერილობა ზომაფორმატი 
2662.jpgრექტო108.12 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა
2663.jpgვერსო81.28 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა


საავტორო უფლება