ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/503687
სათაური: ასლან აბაშიძე
საკვანძო სიტყვები: პორტრეტი
აბაშიძე, ასლან იბრაჰიმის ძე (1877-1924)
ქართველი გენერალი
მემედ აბაშიძის ძმა
ასლან-ბეგი
რეზიუმე: ფოტოზე: ასლან იბრაჰიმის ძე აბაშიძე, ასლან-ბეგი - ქართველი გენერალი (1918). ბათუმის სადროშოს გამგებელ სანჯაყ-ბეგ აბაშიძეთა შთამომავალი, მემედ აბაშიძის ძმა. მონაწილეობდა 1905 წლის რევოლუციაში, ხელმძღვანელობდა სამხედრო რაზმს. იბრძოდა რუსეთის იმპერიული ხელისუფლების წინააღმდეგ აჭარაში. მხარს უჭერდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკას და პრო-ქართულ ორიენტაციას აჭარაში. მონაწილეობდა ქართული ეროვნული არმიის ჩამოყალიბებაში. 1918 წელს ხელმძღვანელობდა ქართველ მუსლიმთა შეიარაღებულ რაზმებს. იმავე წელს დაინიშნა სამხედრო სამინისტროს დავალებათა ოფიცრად, მიენიჭა ჯერ პოლკოვნიკის, შემდეგ კი გენერლის ჩინი. იყო საქართველოს ერთადერთი გენერალი აჭარიდან. 1918 წლის ბოლოს მონაწილეობდა სომხეთთან ომში. საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ გადასახლდა თურქეთში. აქტიურად მონაწილეობდა 1924 წელს აჯანყების ორგანიზაციაში. მოკლეს სტამბოლში 1924 წელს, სავარაუდოდ მოწამლეს საბჭოთა კავშირის აგენტებმა. არის ავტორი მხედრული სიმღერისა „ასლანური“.
აღწერილობა: გურამ შარაძის კაბინეტი
მფლობელი: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა
შესულია კოლექციებში:დეპოზიტარიუმი

ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი აღწერილობა ზომაფორმატი 
2664.jpgრექტო86.66 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა
2665.jpgვერსო34.46 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა


საავტორო უფლება