ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/50376
სათაური: გალაქტიონ ენუქიძე
საკვანძო სიტყვები: პორტრეტი
ენუქიძე,გალაქტიონ ლუკას ძე (1900-1938)
რეპრესირებული
რეზიუმე: გალაქტიონ ენუქიძე - დაპატიმრებამდე - საქართველოს სსრ სახელმწიფო კინომრეწველობის ჯგუფის ადმინისტრატორი. ბრალად დაედო,რომ 1. 1927 წელს მონაწილეობა მიიღო კ/რ ტროცკისტულ შეკრებაში. 2. მჭიდროდ იყო დაკავშირებული მხილებულ აქტიურ ხალხის მტრებთან, კ/რ ტროცკისტებთან წილოსანთან და ძიგრაშვილთან. ასევე ანტისაბჭოურად განწყობილ ელემენტებთან, რომლებიც მისი თანდასწრებით ეწეოდნენ ანტისაბჭოთა და კ/რ ნაციონალისტურ საუბრებს. 3. საქმის კურსში ჩააყენა წილოსანი , რომ შინსახკომის ორგანოები მისით დაინტერესდნენ. 4. გადასცა წასაკითხად ანტისაბჭოურად განწყობილ მორიგე ექიმ თავართქილაძეს შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის სრულიად საიდუმლო მონაცემები, სადაც მოცემული იყო მაკომპრომიტირებელი მასალები თავრთქილაძის შესახებ. 5. გამოთქვა პროვოკაციული შეხედულებები ამხ. კიროვის მკვლელობის გამო და სახლში ინახავდა ხალხის მტრების სურათებს. მიესაჯა 10 (ათი) წლით გაიგზავნოს შრომა-გასწორების ბანაკში.
მფლობელი: ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი
შესულია კოლექციებში:ეროვნული ფოტომატიანე

ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი აღწერილობა ზომაფორმატი 
17107_enuqiZe_galaktioni_lukas Ze_1.jpg75.66 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა


საავტორო უფლება